Amazon Kindle
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
| Amazon Kindle | |
|---|---|
|
| |
| შემქმნელი | Amazon.com |
| მწარმოებელი | Foxconn |
| პროდუქტის ოჯახი | Kindle |
| ტიპი | ელექტრონული წიგნების მკითხველი |
| გამოშვების თარიღი | 19 ნოემბერი 2007 |
| თავდაპირველი ფასი | 399 აშშ დოლარი (Kindle 1) |
| ოპერაციული სისტემა |
Kindle-ის აპარატურა, Linux-ის ბირთვი[1] ბოლო ვერსიები[2]
|
| კვება | 3.7 ვ, 1530 მა ლითიუმ–პოლიმერული, BA1001 მოდელი |
| პროცესორი | 532 მეგაჰერცი, ARM-11 |
| მეხსიერება |
(სრული/წვდომადი) 256 მბ/180 მბ (თავდაპირველი) ან 2 გბ/1.4 გბ (Kindle 2) ან 4 გბ/3 გბ (Kindle 3) ან 4 გბ/3.3 გბ (Kindle DX) შიდა ფლეშ მეხსიერება |
| მონიტორი |
|
| შეტანა | USB 2.0 პორტი, SD ბარათი (მხოლოდ ორიგინალურ მოდელზე), შიდა სპიკერი, ცვლადი დენის გადამყვანის შესაერთებელი |
| კამერა | არა |
| სათითური | არა |
| კავშირი |
Amazon Whispernet 3G მოდელი 802.11 Wi-Fi მე-3 და უფრო ახალი თაობა Bluetooth მე-8 თაობა და უფრო ახალი - მხოლოდ ხმა |
| ონლაინ სერვისები | Kindle Store |
| ზომა |
სია
|
| წონა |
სია
|
| დაკავშირებული სტატიები | Amazon.com |
| საიტი | amazon.com/kindle |
Amazon Kindle (ˈʔæməzən 'kɪndl̩) — ელექტრონული წიგნის წამკითხავი მოწყობილობების სერია, რომელსაც გააჩნია ელექტრონული ფურცლის მხარდაჭერა. დეველოპერია Amazon.com, ხოლო მწარმოებელი - ფოქსკონი. Kindle რამდენიმე ტიპისაა: პირველი (გამოსვლის თარიღი: 19 ნოემბერი 2007), მეორე (23 თებერვალი 2009), მესამე (27 აგვისტო 2010) და DX (გამოდის 2009 წლიდან) ტიპის. მისი თავდაპირველი ფასი 399 ამერიკული დოლარი იყო. მუშაობს ლინუქსის (v2.6.10) ოპერაციულ სისტემაზე.
Kindle-ს აქვს Wi-Fi მოწყობილობის მხარდაჭერა, რათა მომხმარებელმა ინტერნეტის მეშვეობით იპოვოს სასურველი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, გადმოწეროს ან იყიდოს ზოგიერთ ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ იგი გამოდგება ბლოგების და ელექტრონული ფოსტის შესამოწმებლადაც. გვერდ Amazon.com-ს აქვს Kindle-ის წიგნების ცალკე კატეგორია. არის უფასო და მეკობრული მეთოდით გავრცელებული წიგნებიც.
წაკითხვადი ფაილის ფორმატები
თავდაპირველი Kindle კითხულობდა მხოლოდ (MOBI, PRC) გაფართოების, უბრალოდ ტექსტური ფაილის (TXT), Topaz-ის ფორმატის (TPZ) და ამაზონის საკუთარი, დაცული ფორმატის (AZW) ტიპის ფაილების.
Kindle-ის მოდელები
პირველი თაობა
Kindle
ამაზონმა გამოუშვა პირველი თაობის Kindle 19 ნოემბერს, 2007, 399$-ად. ის გაიყიდა 5 საათსა და 30 წუთში და მარაგი სრულად ამოიწურა ამაზონის საწყობში აპრილის ბოლომდე, 2008. ის არის ერთადერთი Kindle რომლის მეხსიერების გაზრდაც SD ბარათით არის შესაძლებელი.
მოწყობილობას გააჩნია 6 დუიმიანი, 4-დონიანი შავ-თეთრი ეკრანი და 250 მბ შიდა მეხსიერება. ამაზონს არ გაუყიდია იგი შეერთებული შტატების გარეთ.
მეორე თაობა
Kindle 2
10 თებერვალს, 2009, ამაზონმა დააანონსა Kindle 2. გაყიდვაში გამოვიდა 23 თებერვლიდან, 2009. მას შეეძლო ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა და ჰქონდა 2 გბ შიდა მეხსიერება.
24 ნოემბერს, 2009, ამაზონდა გამოუშვა პროგრამის განახლება რომელმაც გაზარდა ბატარიის დრო 85%-ით და წარმოადგინა PDF მხარდაჭერა.
Kindle 2 საერთაშორისო ვერსია
7 ოქტომბერს, 2009, გამოუშვა საერთაშორისო ვერსია რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.
Kindle DX
ამაზონმა დააანონსა Kindle DX 6 მაისს, 2009. მას ჰქონდა დიდი ეკრანი, PDF მხარდაჭერა და აქსელერომეტრი. იყო უფრო მოსახერხებელი გაზეთების და სახელმძღვანელოების წასაკითხად.
Kindle DX Graphite
1 ივლისს, 2010, ამაზონმა გამოუშვა ახალი ვერსია Kindle DX „Graphite“ ახალი ელ მელნიანი ეკრანით.
მესამე თაობა
Kindle Keyboard Wi-Fi და Wi-Fi/3G
ამაზონმა დააანონსა ახალი თაობის Kindle 28 ივლისს, 2010. ამაზონი არ იხსენიებდა მას როგორც Kindle 3 მაგრამ მას მიმომხილველები ხშირად ზუსტად ასე იხსენიებდნენ.
ეს Kindle ხელმისაწვდომი იყო 2 ვერსიად. ერთი Wi-Fi კავშირით, US$139, და მეორე, ორივე 3G და Wi-Fi კავშირით. ორივე იყენებდა ახალ E ink „Pearl“ ეკრანს.
მეოთხე თაობა
Kindle
28 სექტემბერს, 2011, ამაზონმა დააანონსა ახალი მოდელი $79 და $109, რეკლამებით და მათ გარეშე შესაბამისად. შეინარჩუნა ძველი 6’’ ეკრანი და დაამატა ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი. აქვს 9 ღილაკი, კლავიატურა ეკრანზე, 2გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა.
Kindle Touch Wi-Fi და Wi-Fi/3G
ამაზონმდა დააანონსა თაჩსკრინიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011; გააჩნია Wi-Fi ($99 რეკლამებით, $139 ურაკლამო) ან Wi-Fi/3G კავშირი ($149 რეკლამებით, $189 ურეკლამოდ). 3G მობილურის ქსელით შესაძლებელია Kindleს მაღაზიასთან დაკავშირება, წიგნების და პერიოდიკის გადმოწერა და ვიკიპედიის ნახვა. გააჩნია ექსპერიმენტული ვებ ბრაუზერი, ინფრაწითელ მგრძნობიარე ეკრანი, 4გბ მეხსიერება და 2 თვიანი ბატარიის ტევადობა. 2012 წლის მარტიდან ხელმისაწვდომია გაერთიანებლ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში.
მეხუთე თაობა
Kindle
6 სექტემბერს, 2012, ამაზონმდა წარმოადგინა ახალი თაობა. იწყება $69 რაკლამით და $89 ურეკლამო. აქვს შავი ჩარჩო, უკეთესი კონტრასტი და ფონტების ცვლაა შესაძლებელი, ასევე 167 PPI პიქსელების სიმჭიდროვე და ყველაზე მსუბუქია (170g).
Kindle Paperwhite
გამოვიდა 1 ოქტომბერს. აქვს 6" ეკრანი, 212 ppi ეკრანით (თითქმის-XGA რეზოლუცია 758×1024) ჩაშენებული განათებით. ხელმისაწვდომია ($119 რეკლამებით, $139 ურეკლამო) და Wi-Fi + 3G ($179 რეკლამით, $199 ურეკლამო) მოდელები. ბატარის სიცოცხლე 8 კვირა ყოველდღე ნახევარი საათი კითხვით.
LCD
ამაზონმა დააანონსა ანდროიდზე დაფუძნებული ფერადი სენსორულ ეკრანიანი ვერსია 28 სექტემბერს, 2011. გამოვიდა $199-ად და აქვს 7-დუიმიანი ეკრანი. იტევს 80 აპლიკაციას, პლიუს 10 კინო, ან 800 მუსიკა ან 6000 წიგნს. მის ვებ ბრაუზერია ამაზონ სილკი. არ აქვს 3G, მიკროფონი, კამერა და SD მხარდაჭერა. იტევს 8 გბ და 8 საათიანი ბატარიის დრო.
Kinfle Fire HD
Kindle Fire HD არის მეორე თაობის ამაზონის ფერადი პლანშეტი 2 სახის 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.
Kindle Fire HDX
Kindle Fire HDX არის მესამე თაობის Amazon's Kindle Fire-ის სერიის პლანშეტი. იგი არის 2 სახის - 7 და 8.9 დუიმიანი ეკრანით.
რესურსები ინტერნეტში

- ოფიციალური მაღაზია
- Source code to GPL portions of Kindle
- The Revolution Will Be Digitalized, City Journal, June 13, 2008 დაარქივებული January 5, 2011[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Video: Charlie Rose Interview with CEO Jeff Bezos about the Kindle November 19, 2007 დაარქივებული November 22, 2007[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ქართული წიგნები Kindleსთვის დაარქივებული 2013-08-23 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||||||||||||||||||||||
- ↑ Source Code Notice დაარქივებული March 6, 2009, საიტზე Wayback Machine. Amazon.com, Retrieved June 1, 2017.
- ↑ Amazon.com Help Kindle E-Reader Software Updates. ციტირების თარიღი: 2023-04-24
- ↑ Amazon Kindle 1st-gen specs. gdgt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-04. ციტირების თარიღი: 2019-10-17
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.