BitTorrent

BitTorrent-ის მუშაობის პრინციპი: ფაილის გამავრცელებელზე ხორციელდება ნაკლები დატვირთვა იმი მეშვეობით, რომ კლიენტები იწყებენ მონაცემთა გაზიარებას იმწამსვე, იმის მიუხედავად, არის თუ არა ფაილი ბოლომდე გადმოწერილი მათ მეირ.

ბიტტორენტი — პირინგული (P2P) ქსელური პროტოკოლი ინტერნეტში ფაილების გასაზიარებლად. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ფაილის მეორე მომხმარებლისგან გადაწერა სერვერზე დამატებითი დატვირთვის გარეშე. ბიტტორენტის შემთხვევაში „ტრეკერი“ (ანუ სერვერი) მხოლოდ მართავს „კონექტს“ - კავშირს- და მას არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია იმ ფაილზე, რომელსაც მომხმარებელი იწერს ან სხვას უზიარებს. პროგრამის მთავარ დადებით მხარედ ითვლება ის, რომ ფაილის გადმოწერის დროს მომხმარებელი ასევე ხდება „ლიჩერი“ - იგი უზიარებს (შესაბამის ჟარგონზე - „უსიდირებს“) ფაილს სხვა მომხმარებლებს; რაც უფრო მეტი მომხმარებელი (ლიჩერი ან სიდერი) ჰყავს ამ ფაილს, მით უფრო დიდი სიჩქარე აქვთ თითოეულს. პროტოკოლი შექმნა ბრემ კოენმა 2001 წლის 4 აპრილს, რომელმაც ასევე დაწერა პირველი ტორენტ-კლიენტი „BitTorrent“.

ფაილების ჩამოტვირთვის პრინციპი

პროტოკოლისა და პროგრამის მთავარ დადებით მხარედ ითვლება ის, რომ ვინც ტვირთავს ფაილს (ინგლ. Leachers, ლიჩერი) ამავდროულად არის ამ ფაილის გამცემიც (ინგლ. Seeders, სიდერი), უნებლიეთ გასცემს რა საკუთარი რესურის ნაწილს სხვისთვის ფაილის ჩამოტვირთვისთვის. ამ პრინციპით ყველა ერთმანეთს ეხმარება.

ტერმინები Seeder, leacher, tracker, torrent, ratio, announce URL

  • ტორენტი (ინგლ. torrent) არის იდენტიფიკატორი, ანუ ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არჩეულ ფაილზე. მაგალითად: ფაილის ზომას, ფაილის ფრაგმენტებს, უჩვენებს ტრეკერს, ლიჩერთა და სიდერთა.
  • სიდერი (ინგლ. Seeder) არის ის მომხმარებელი რომელსაც გააჩნია ფაილის 100%.
  • ლიჩერი (ინგლ. Leacher) არის, ის ვინც იწერს ამა თუ იმ ფაილს და ამავდროულად სხვასაც უზიარებს მის გარკვეულ ნაწილებს, ხოლო როდესაც იგი გადაიწერს ამ ფაილის 100%-ს ისიც გახდება სიდერი.
  • ტრეკერი (ინგლ. Tracker) არის საიტი, რომელზეც დევს ტორენტ ფაილი, და რომელიც იძლევა ინფორმაციას ლიჩერებსა და სიდერებზე, და ამავდროულად არის შუამავალი მომხმარებლებს შორის.
  • რატიო (ინგლ. Ratio) — ატვირთვის შეფარდება გადმოწერასთან.
  • Announce [URL] — „announce“ არის მისამართი, რომელშიც არის ტორენტ ფაილი.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.