Crying Song
| „Crying Song“ | ||||
|---|---|---|---|---|
| სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
| ალბომიდან More | ||||
| გამომცემელი | Lupus Music Co. Ltd | |||
| გამოსვლის თარიღი |
13 ივნისი 1969 (ბრიტანეთი) 9 აგვისტო 1969 (აშშ) | |||
| ჩაიწერა | მარტი 1969 | |||
| ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | |||
| ხანგრძლივობა | 3:34 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი |
EMI Columbia (ბრიტანეთი) Tower (აშშ) | |||
| ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
| პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
| More – სიმღერები | ||||
| ||||
„Crying Song“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. იგი არის რიგით მესამე კომპოზიცია 1969 წლის ალბომზე More.[1][2] სიმღერა პასტორალის მსგავსი ბალადაა, დეივიდ გილმორის მშვიდე ვოკალით.
შექმნა
სიმღერის კომპოზიციური მხარე სტანდარტულ ხალხურ ბალადებს ჰგავს, თუმცა გამონაკლისია მეორე აკორდი. იგი არის რე მაჟორში, ტრიტონით. ამ კონტექსტში რე მაჟორის ბემოლი დისონანსურია და მთელი ტაქტის განმავლობაში ჟღერს. იგი ქმნის მძინარე, სურეალისტურ ატმოსფეროს. სიმღერაში არის ოთხი სტროფი, გაერთიანებული გიტარისა და ბასის უნისონში ჟღერადობით.
ინსტრუმენტული შესრულება
სიმღერა იწყება რიჩარდ რაიტის ვიბრაფონზე შესრულებით. დეივიდ გილმორი უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე და სლაიდ-გიტარაზე დაბოლოებისას. თავდაპირველად იგი ვოკალური პარტიის მსგავსია, რიტმული ვარიაციების თანხლებით. ნელ-ნელა იგი გადადის ცალკე მელოდიაში, თუმცა ინარჩუნებს ძირითად მელოდიურ სახეს. ეს მიდგომა ტიპიურია გილმორის გვიანდელი სტილისთვის. სიმღერაში როჯერ უოტერსი უკრავდა Fender Precision Bass-ზე, ხოლო ნიკ მეისონი უბრალოდ იყენებს სამუშაო დოლზე.
პერსონალი
- დეივიდ გილმორი — კლასიკური აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული სლაიდ-გიტარა, წამყვანი ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — ვიბრაფონი
- ნიკ მეისონი — სამუშაო დოლი
- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა
რესურსები ინტერნეტში
- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
სქოლიო
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
| ||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.