Empty Spaces
| „Empty Spaces“ | ||
|---|---|---|
| სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
| ალბომიდან The Wall | ||
| გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
| ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი, 1979 | |
| ჟანრი | პროგრესული როკი | |
| ხანგრძლივობა | 2:10 | |
| ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest Records (ბრიტანეთი) Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ) | |
| ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
| პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
| The Wall – სიმღერები | ||
„Empty Spaces“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მერვე სიმღერა 1979 წლის კონცეპტუალური ალბომიდან The Wall. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.[1][2]
კომპოზიცია და ტექსტი
სიმღერა გრძელდება 2 წუთს და 10 წამს. მას იწყებს შესავალი, რომელშიც ჟღერს აეროპორტის განცხადება, რითაც ილუსტრირებულია პინკის, ალბომის მთავარი პერსონაჟის მოგზაურობა ამერიკული ტურნეს ფარგლებში. დაახლოებით 48-ე წამზე ტონი იცვლება და უფრო ხმამაღალი ხდება. სიმღერა შემდგომში წყდება და მას უერთდება შემდეგი ნომერი, „Young Lust“.
სიმღერის დემო ვერსიები შეტანილია The Wall-ის Immersion გამოცემაში. როჯერ უოტერსის დემოში Where we used to talk?-ის ნაცვლად ჟღერს Where she used to walk? (სადაც ის დადიოდა). ჯგუფის დემოშიც განსხვავებული სტრიქონებია.
სიუჟეტი
The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით. სიმღერის სიუჟეტით, ალბომი პერსონაჟი, პინკი, უკვე გაიზარდა და დაქორწინებულებიც არის, მაგრამ ცოლთან ურთიერთობებში პრობლემა აქვს, ვინაიდან ხშირად არ არის შინ. სიმღერაში მას აღელვებს, თუ რა უნდა გააკეთოს, რათა დაასრულოს წარმოსახვითი კედელი, რომლითაც განერიდა ურთიერთობათა სირთულეებს.
ფარული გზავნილი
სიმღერის ტექსტამდე ჟღერს ფარული გზავნილი. იგი სიმღერის მარცხენა არხშია გადატანილი. ჩვეულებრივი მოსმენისას ის ბუნდოვანია, მაგრამ პირიქით დაკვრისას ჟღერს შემდეგი ფრაზა:
- -სალამი, ლუკა (მონადირეები)...გილოცავთ, თქვენ ფარული გზავნილი აღმოაჩინეთ.პასუხები მისწერეთ მოხუც პინკს, სასაცილო ფერმაზე, ჩელფონტში.
- -როჯერ, კეროლაინი გირეკავს.
- -კარგი.[3]
კეროლაინი არის როჯერ უოტერსის ყოფილი მეუღლე, კეროლაინ ქრისტი.
სქოლიო
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Jeff Milner's Backmasking site. Jeff Milner. ციტირების თარიღი: 3 February 2010.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.
