GameStick

GameStick
სხვა სახელწოდებები Game Stick
შემქმნელი PlayJam
ტიპი მიკროკონსოლი
თაობა მერვე
გამოშვების თარიღი 15 ნოემბერი, 2013 (2013-11-15)
თავდაპირველი ფასი US$79
შეწყდა 2014
ოპერაციული სისტემა Android 4.1 Jelly Bean
პროცესორი ARM Cortex A9
მეხსიერება 1 GB DDR3
მონიტორი HDMI
1080p, 720p
გრაფიკა Mali-400 MP
შეტანა Bluetooth
კონტროლერის შეტანა უსადენო კონტროლერი
კავშირი
ზომა ფლეშ მეხსიერების ზომის
შემდეგი PlayJam OTT
საიტი http://www.gamestick.tv/

GameStickმერვე თაობის მიკროკონსოლი, რომელიც შექმნა კომპანია PlayJam-მა. GameStick USB ფლეშ მეხსიერების ზომისა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ტელევიზორს HDMI პორტის საშუალებით და მოყვება საკუთარი Bluetooth კონტროლერი. მომხმარებლებს შეუძლიათ კონტენტის ჩამოტვირთვა შერჩეული მაღაზიიდან, ხოლო გადმოწერილი კონტენტი ლოკალურად ინახება ოფლაინ წვდომისთვის. მოწყობილობა მუშაობს PlayJam Games Platform-ზე და იყენებს Android ოპერაციული სისტემის საკუთარ ვერსიას. იგი პორტატიულია და განკუთვნილია როგორც ჩვეულებრივი, ასევე საშუალო დონის გეიმერებისთვის. Ouya-ს მსგავსად, მისი დაფინანსება Kickstarter-ის მეშვეობით მოხდა.

წარმოების მიდგომების ცვლილების გამო, 2013 წლის ივნისის მაგივრად,[1][2] გამოსვლის თარიღი ნოემბრის თვეში გადაიდო.[3] GameStick მოიცავდა ექსკლუზიურ თამაშს და წვდომას მის აპლიკაციების მაღაზიაზე, რომელიც ძირითადად კაზუალურ თამაშებს ყიდდა. სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დეველოპერული ნაკრები, რაც GameStick-ის ნებისმიერ მფლობელს საშუალებას აძლევს, გახდეს დეველოპერი, ლიცენზიის გადასახადის გარეშე.

ჯასპერ სმიტმა (PlayJam-ის აღმასრულებელი დირექტორი) და PlayJam-ის განვითარების გუნდმა მხარდაჭერის მოზიდვა კონსოლის შექმნის ადრეულ ეტაპზე დაიწყეს. პროექტის გაშვებამდე, GameStick-ს, რომელიც სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში იყო დაფუძნებული, 1,000-ზე მეტი დეველოპერის მხარდაჭერა ჰქონდა.[4] დიზაინერებს, ვისაც პროექტში მონაწილეობა სურდათ, შეეძლოთ 500 დოლარის გადახდა გაშვებამდე ერთი თვით ადრე, რის სანაცვლოდ იღებდნენ პროტოტიპს და სადეველოპმენტო კომპლექტს. 2013 წლის თებერვლის მდგომარეობით, თამაშმა წარმატებით მოიზიდა დაფინანსება, დაახლოებით 650,000 დოლარით.[5] მისი წარმოება 2014 წელს შეწყდა.[6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. GameStick: The Most Portable TV Games Console Ever Created by GameStick » Project Update - 158 Days In. — Kickstarter. Kickstarter.com. Retrieved on 2013-08-23.
  2. „BBC News – Gamestick console release date delayed“. BBC News. 8 April 2013. ციტირების თარიღი: 2013-04-09.
  3. Update 46: Update - Feedback. · GameStick: The Most Portable TV Games Console Ever Created.
  4. Mallory, Jordan. (2013-01-03) GameStick Android console is the size of a USB stick. Joystiq. ციტირების თარიღი: 2013-04-09
  5. GameStick: The Most Portable TV Games Console Ever Created.
  6. Amos, Evan, [1], San Francisco. — გვ. 247.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.