Kayleigh

„Kayleigh“
სინგლიMarillion
ალბომიდან Misplaced Childhood
B-მხარე Lady Nina
გამოსვლის თარიღი 7 მაისი, 1985 (ბრიტანეთი)
ჩაიწერა სტუდია Hansa Ton, ბერლინი, მარტი - მაისი 1985
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 3:33 (7" ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
პროდიუსერი კრის კიმსი, ვანდერნობი
Marillion — სინგლების ქრონოლოგია
„Assassing“
(1984)
Kayleigh
(1985)
„Lavender“
(1985)

Kayleigh“ — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის სინგლი ალბომიდან Misplaced Childhood (1985).

ისტორია

Kayleigh არის ჯგუფის ყველაზე წარმატებული სინგლი.[1][2] მიუხედავად იმისა, რომ ფიში ამტკიცებდა, თითქოს ეს სიმღერა ეძღვნება გოგონას სახელად კეი ლი, კომპოზიცია გვიყვება რამდენიმე ქალის ისტორიას. ფიშის თქმით, სიმღერა უბრალოდ იმისათვის დაიწერა, რათა მას ყველა ქალისთვის ბოდიში მოეხადა წარსულის შეცდომებისათვის.

სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა დასავლეთ ბერლინში, სტუდიაში ჰანსა (სადაც ჯგუფი ალბომზე მუშაობდა) და ბერლინის კედელთან. გარდა მუსიკოსებისა, კლიპში მონაწილეობს რობერტ მიდი, ბიჭუნა, რომელიც მხატვარ მარკ უილკინსონის მეზობელი იყო და შემდგომში გამოჩნდა ჯგუფის რამდენიმე სინგლის და ალბომის Return to Childhood გარეკანზე. გარდა ამისა, კლიპში ჩნდება ვინმე ტამარა ნოვი, ბერლინის ერთ-ერთი ბარის ოფიციანტი-გოგონა, რომელიც ფიშმა ერთი დღით ადრე გაიცნო (მოგვიანებით ის მისი მეუღლე გახდა და გადაღებული იქნა Marillion-ის კიდევ ერთ და ფიშის ორ კლიპში). სინამდვილეში, როგორც ცნობილია, ვიდეორგოლში ის შემთხვევით მოხვდა. მოდელი, რომელიც გადაღების დღეს უნდა მოსულიყო, მოულოდნელად ავად გახდა და ფიშს გაახსენდა ტამარა. ამ უკანასკნელს თავდაპირველად გადაღება არ სურდა, მაგრამ, ფიშის დაჟინებით მაინც დათანხმდა.

სიმღერების სია

7" ვერსია

  1. Kayleigh (შემოკლებული ვერსია) - 3:38
  2. Lady Nina (შემოკლებული ვერსია) -3:44

12" ვერსია

  1. Kayleigh (ალტერნატიული მიქსი) - 4:08
  2. Kayleigh (ვრცელი მიქსი) - 4:04
  3. Lady Nina (ვრცელი მიქსი) - 5:47

კომპაქტ-დისკი

  1. Kayleigh (შემოკლებული ვერსია) - 3:38
  2. Lady Nina (შემოკლებული ვერსია) - 3:44
  3. Kayleigh (ალტერნატიული მიქსი) - 4:08
  4. Kayleigh (ვრცელი მიქსი) - 4:04
  5. Lady Nina (ვრცელი მიქსი) - 5:47

სქოლიო

  1. Chart Stats - Marillion - Kayleigh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-16. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2009 (2009-04-19).
  2. allmusic ((( Marillion > Charts & Awards > Billboard Singles ))). ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2009 (2009-04-19).

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.