Konami
|
| |
|
კონამის შტაბ-ბინა ტოკიოში | |
| ტიპი | კაბუსიკი გაისა |
|---|---|
| დარგი |
გართობა, ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
| დაფუძნდა | 21 მარტი, 1969 |
| სათავო ოფისი | ტოკიო, იაპონია |
მმართველი |
კაგემასა კოძუკი (თავმჯდომარე) ტაკუია კოძუკი (პრეზიდენტი) |
| პროდუქცია | ვიდეო თამაშები |
| შემოსავალი |
|
| მფლობელი | Kozuki Family[2] |
| თანამშრომელი | 9,268 (09/2025)[3] |
| შვილობილ(ებ)ი | 4K Media Inc. |
| საიტი | ოფიციალური საიტი |
Konami Holdings Corporation (იაპონ. 株式会社コナミホールディングス კონამი კაბუსიკი გაისა; უკეთ ცნობილი, როგორც Konami?) — გასართობების მწარმოებელი იაპონური კომპანია, რომელიც ქმნის და დისტრიბუციას უწევს საკოლოექციო ბარათებს, ანიმეს, სლოტ აპარატებს, არკადულ აპარატებსა და ვიდეო თამაშებს.
Konami ცნობილია ისეთი განთქმული ვიდეო თამაშების სერიების შექმნით, როგორებიცაა „Castlevania“, „Contra“, „Dance Dance Revolution“, „Frogger“, „Gradius“, „Metal Gear“, „Pro Evolution Soccer“, „Silent Hill“, „Suikoden“ და „Yu-Gi-Oh!“. 2012 წელს, კომპანია Hudson Soft-ის შთანთქმის შედეგად მის საკუთრებაში გადავიდა რამდენიმე თამაში, მათ შორის „Adventure Island“, „Bonk“, „Bloody Roar“, „Bomberman“, „Far East of Eden“ და „Star Soldier“. Konami არის მეოცე უმსხვილესი ვიდეო თამაშების კომპანია მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლების მხრივ.[4]
კომპანია დაარსდა 1969 წელს,[5][6] ტოიონაკაში, ოსაკა, იაპონია, კაგემასა კოზუკის მიერ (რომელიც დღემდე რჩება Konami-ს თავმჯდომარედ) და დაკავებული იყო მუსიკალური ავტომატების გაქირავებითა და შეკეთებით. დასახელება "Konami" მომდინარეობს დამაარსებლის, კაგემასა კოზუკის და მისი პარტნიორების, ესინობუ ნაკამის, ჰირო მაცუდის და სეკიტი იისიჰარის გვარებიდან, რომლებმაც ერთობლივად დააფუძნეს Konami Industry Co., Ltd.[7]
კონამის შტაბ-ბინა მდებარეობს ტოკიოში. აშშ-ში Konami ვიდეო თამაშების ბიზნესს მართავს მისი ოფისის მეშვეობით, რომელიც მდებარეობს ელ-სეგუნდოში, კალიფორნია. ის ასევე ოფისს ფლობს სიდნეიში, ავსტრალია. 2016 წლის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით Konami-ს განკარგულებაში იყო 21 შვილობილი კომპანია.[3]
ვიდეო თამაშები
რესურსები ინტერნეტში
- კონამის პორტალი: აზია დაარქივებული 2010-03-13 საიტზე Wayback Machine. , ავსტრალია, იაპონია
- კომპანიის პროფილი — GameSpot
- Konami-ს ისტორია დაარქივებული 2009-08-01 საიტზე Wayback Machine. Jap-Sai.com-ზე
- Konami Holdings Corporation (იაპონია) დაარქივებული 2012-09-23 საიტზე Wayback Machine.
- Konami Digital Entertainment Co., Ltd. დაარქივებული 2009-02-24 საიტზე Wayback Machine.
- Konami Sports Club Co., Ltd.
- Konami Real Estate, Inc.
სქოლიო
- ↑ Financial Highlights - KONAMI HOLDINGS CORPORATION (14 May 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 December 2018. ციტირების თარიღი: 1 May 2021
- ↑ 3.0 3.1 Corporate Data - KONAMI HOLDINGS CORPORATION (31 March 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2019. ციტირების თარიღი: 21 July 2019
- ↑ Top 25 gaming companies. newzoo (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-05. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2015.
- ↑ Corporate Data, konami.com
- ↑ Konami History. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-28. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2015.
- ↑ Kelvon Yeezy. (2013)The Stories Behind the Names of 15 Gaming Brands You Know. Hongkiat. ციტირების თარიღი: 21 ივნისი, 2015.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.