OneDrive
| OneDrive | |
|---|---|
|
| |
| საიტი | onedrive.live.com |
| საიტის ტიპი | ფაილ-ჰოსტინგ სერვისი |
| ხელმისაწვდომი ენა | 94 ენა |
| მფლობელი | Microsoft |
| შემქნელი | Microsoft |
| გაეშვა | 1-ლი აგვისტო, 2007 |
OneDrive (ოფიციალურად Microsoft OneDrive, ადრე ერქვა Skydrive, Windows Live SkyDrive და Windows Live Folders) — Microsoft-ის ფაილ-ჰოსტინგ სერვისი (File hosting service), რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებლებს ატვირთონ, შეინახონ, ჩამოტვირთონ და სინქრონიზება გაუკეთონ ფაილებს ღრუბლოვან მეხსიერებაში (Cloud storage) და ჰქონდეთ წვდომა ამ ფაილებთან ვებ ბრაუზერიდან ან მობილური მოწყობილობიდან. ის არის Windows Live-ის სერვისების კრებულის ნაწილი და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინახონ ფაილები დაცულად, გაუზიარონ ისინი კონტაქტებს, ან გახადონ თავიანთი ფაილები საჯაროდ ხელმისაწვდომი. საჯარო ფაილების ნახვისთვის და გადმოწერისთვის არ არის აუცილებელი Micosoft-ის ანგარიშზე შესვლა.
სერვისის სახელწოდებასთან დაკავშირებით, Microsoft-სა და BSkyB-ს (სატელიტური მაუწყებლობის, ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში) შორის მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. BSkyB-ს თქმით, SkyDrive-ი არღვევს მისი სავაჭრო ნიშნის უფლებებს, რადგან სიტყვა "SkyDrive"-ში შედის სიტყვა "Sky", რაც ხშირად გამოიყენება როგორც BSkyB-ის შემოკლებული სახელი. 2013 წლის 31 ივლისს გამოცხადდა, რომ სასამართლო დასრულდა და შეთანხმება მიღწეულია, რის თანახმადაც, სერვისის სახელი "SkyDrive"-ი უნდა შეცვლილიყო.[1] 2014 წლის 27 იანვარს, Microsoft-მა განაცხადა, რომ სახელი მალე შეიცვლებოდა და გახდებოდა "OneDrive"-ი. 2014 წლის 19 თებერვლიდან კი სერვისი საბოლოოდ გაეშვა OneDrive-ის სახელწოდებით.
მეხსიერება
სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს 15[2] GB მეხსიერებას უფასოდ, ხოლო სტუდენტებს, ერთი წლით, დამატებით 3 GB-ს,[3] ანუ უფასო 18 GB მეხსიერებას. უფრო მეტი მეხსიერებისთვის წარმოდგენილია ფასიანი პაკეტები.[4] 2012 წლის 22 აპრილამდე რეგისტრირებულ მომხმარებლებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეეძლოთ უფასოდ აეღოთ 25 GB მეხსიერება. სერვისი შექმილია HTML5-ის ტექნოლოგიით. ბრაუზერიდან ატვირთვისას, თითოეული ატვირთული/ასატვირთი ფაილის მაქსიმალური ზომა შეადგენს 300 MB-ს. ფაილების ატვირთვა შესაძლებელია როგორც ამორჩევის ფუნქციით, ასევე ფაილების გადმოგდებით (Drag and drop) ბრაუზერში, Skydrive-ის ჩანართში. ასევე შესაძლებელია 2 GB-მდე მეხსიერების (თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2 GB-ს) ფაილების ატვირთვა, ოღონდ ეს მხოლოდ OneDrive-ის დესკტოპ აპლიკაციის (პროგრამა) საშუალებით ხდება. ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Windows-ისთვის, ასევე OS X-ისთვის.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2019-10-04 საიტზე Wayback Machine.
- პროდუქტის საინფორმაციო გვერდი
- office.com
სქოლიო
- ↑ Microsoft-ი იძულებულია SkyDrive-ს სახელი შეუცვალოს, 31 ივლისი, 2013.
- ↑ მეხსიერება გაიზარდა დაარქივებული 2014-07-27 საიტზე Wayback Machine. , OneDrive-ის ბლოგი.
- ↑ დამატებით უფასო 3 GB სტუდენტებისთვის, 26 მაისი, 2013.
- ↑ SkyDrive-ის შედარება სხვა წამყვან ღრუბლოვანი მეხსიერების სერვისებთან, 2012-2013.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.