Pinterest — საჯარო ინტერნეტსერვისი, ფოტოჰოსტინგი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამატონ სურათები ონლაინპლატფორმაზე, განათავსონ ისინი თემატურ კოლექციებში და ამავდროულად გაუზიარონ ამ ინტერნეტსერვისის სხვა მომხმარებლებს. ინტერნეტსერვისში სურათების დამაგრება (ინგლ. to pin ) შესაძლებელია კოლექციებში სახელწოდებით „დაფები“ (ინგლ. boards ).
2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, Pinterest-ს alexa.com-ის რეიტინგში 50-ე ადგილი უჭირავს[1] .

საიტის დამფუძნებელია ბენ სილბერმანი უესტ-დე-მონადან[2] (აიოვა, აშშ), რომელმაც ამავე სახელწოდების კომპანია 2008 წელს დააარსა (სერვისი კი ამოქმედდა მოგვიანებით, 2009 წელს).[3]
ისტორია
სერვისზე მუშაობა ბენ სილბერმანმა 2009 წლის დეკემბერში დაიწყო. საიტი ბეტა რეჟიმში ამოქმედდა 2010 წლის მარტში. თავდაპირველად საიტს ჰქონდა დახურული რეგისტრაცია, შემდეგ კი მხოლოდ მოწვევითი. უფასო რეგისტრაცია გაიხსნა 2012 წლის აგვისტოში.
დამფუძნებლის თქმით, მან პირადად დაწერა წერილები პირველი 5 ათასი მომხმარებლისთვის.[4] გაშვებიდან 9 თვის შემდეგ სერვისი უკვე 10 ათასმა მომხმარებელმა გამოიყენა.[4] ოფისი მდებარეობდა პატარა ნაქირავებ ბინაში, მასში მუშაობდა ზილბერმანი და რამდენიმე პროგრამისტი; კომპანია საოფისე სივრცეში გადავიდა 2011 წლის ზაფხულში.
2011 წლის 16 აგვისტოს ჟურნალმა Time-მა ონლაინსერვისი შეიტანა „2011 წლის 50 საუკეთესო ვებსაიტის“ სიაში,[5] მას შემდეგ საიტის მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად დაიწყო ზრდა. 2011 წლის ბოლოს, საიტი მოხვდა ათეულში Hitwise Social Networking Forums-ის მიხედვით.
2012 წლის მაისში კომპანიამ იაპონური ინტერნეტკომპანია Rakuten-თან და სამი ვენჩურული ფონდიდან 100 მილიონი დოლარი შეაგროვა, ხოლო Pinterest-ის მთლიანი ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა [3] .
2012 წლის აგვისტოში Pinterest-მა გახსნა უფასო რეგისტრაცია ყველასთვის. მომხმარებლებს შეეძლოთ დარეგისტრირებულიყვნენ Pinterest-ის ვებსაიტზე Facebook-ის ან Twitter-ის ანგარიშის, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით.

2018 წლის თებერვალში Pinterest-მა დაამატა 3 ახალი ფუნქცია: დაფების დაარქივება, სექციები და დაფების დალაგება ანბანურად, შექმნის თარიღით და ახალი პინების შენახვის თარიღით.
დაბლოკვები
Pinterest ყაზახეთში დაბლოკეს 2016 წელს,[6] თუმცა 2017 წლის აგვისტოდან კვლავ გახდა ხელმისაწვდომი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Pinterest.com Site Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-12. ციტირების თარიღი: 2013-01-04.
- ↑ Pinterest | Des Moines Register Staff Blogs Error in webarchive template: Check
|url=value. Empty.Category:Webarchive template errors - ↑ 3.0 3.1 Пуивин Там.. Инвесторы оценили Pinterest в $1,5 млрд. // vedomosti.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-16. ციტირების თარიღი: 2012-05-18.
- ↑ 4.0 4.1 Brandon Griggs (2012-03-14). „Pinterest: Revamped profile pages, iPad app coming soon“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2012-03-14.
- ↑ McCracken, Harry (2011-08-16). „The 50 Best Websites of 2011“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. ციტირების თარიღი: 2011-08-21.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2023-11-24.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.