Profiles
| Profiles | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სტუდიური ალბომი — | ||||
| გამოცემის თარიღი | 29 ივლისი, 1985 | |||
| ჩაიწერა | 1985, სტუდია Britannia Row | |||
| ჟანრი |
პროგრესული როკი ინსტრუმენტული როკი | |||
| ხანგრძლივობა | 44:10 | |||
| ლეიბლი | Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ) | |||
| პროდიუსერი | რიკ ფენი, ნიკ მეისონი | |||
| ნიკ მეისონი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
| მიმოხილვების ქულები | |
|---|---|
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
Profiles — ნიკ მეისონის და რიკ ფენის, ჯგუფ 10cc-ის გიტარისტი ერთობლივი ალბომი, რომელიც გამოვიდა აშშ და ბრიტანეთში 1985 წელს. ალბომი შედგება ინსტრუმენტული ნომრებისგან, გარდა ორისა - „Lie for a Lie“ (ვოკალი: დევიდ გილმორი, მეგი რაილი) და „Israel“ (ვოკალი: დენი პეირონელი, ჯგუფი UFO).
ისტორია
1985 წელს პრესაში გაიჟღერა მინიშნებებმა იმაზე, რომ თითქოს პინკ ფლოიდი აპირებდა როჯერ უოტერსის გარეშე აღდგენას. ამასობაში ნიკ მეისონმა ჩაწერა კიდევ ერთი ერთობლივი დისკი - ამჯერად ჯგუფის 10cc მუსიკოს რიკ ფენთან ერთად (რომელიც ასევე მაიკ ოლდფილდის პროექტებში მონაწილეობდა. გარდა ალბომზე მუშაობისა, მათ ჩამოაყალიბეს კომპანია Bamboo Music, რომელიც მუშაობდა სარეკლამო რგოლების მუსიკალურ გაფორმებაზე.
Profiles-ის ჩასაწერად ძირითად ბიძგს წარმოადგენდა კომპანიებთან EMI და CBS გაფორმებული კონტრაქტი, რომლის მიხედვით ნებისმიერი სოლო-ალბომის ჩასაწერად ყოველგვარი დამატებითი განხილვების გარეშე იქნება გამოყოფილი აუცილებელი თანხა. ამრიგად, დისკი ჩაწერილი იქნა სტუდიაში Britannia Row - როგორც ნიკ გრიფითსი, ალბომის ხმის ინჟინერი იხსენებდა, სულ მცირე თანხით.
ალბომის ჩაწერის დროს სტუდიაში მიიწვიეს დევიდ გილმორი. ის და მეგი რაილი მღერიან სიმღერაში Lie for a Lie. ჟურნალისტი ენდი მებეტი ამით ძალიან კმაყოფილი ჩანდა - მისი თქმით, პინკ ფლოიდის უკანასკნელ ალბომებზე შეიმჩნეოდა დევიდის ვოკალის ნაკლებობა.
ალბომზე თითქმის ყველა კომპოზიცია არის ინსტრუმენტული. გრიფითსი თვლიდა, რომ „ეს არის მეტად მსუბუქი ჩანაწერი, რომელიც არაფერს აკეთებს - იწყება, ტრიალებს და მთავრდება“.
კონცერტები ამ ალბომის სიმღერებით არ გამართულა. სინგლის სახით გამოცემულ „Lie For A Lie“-ს პრომო-ვიდეოში მონაწილეობენ ფენი, მეისონი, გილმორი და რაილი.
ალბომი აშშ-ის ჩარტში 154-ე პოზიციაზე მოხვდა, თავის წინამორბედთან, Nick Mason's Fictitious Sports შედარებით, რომელიც 170-ე ადგილს დასჯერდა.
ალბომის გარეკანის ავტორია ჯერემი პემბერტონი, ფოტოსურათების - კლაივ ეროუსმითი. კაცუნა, გამოსახული გარეკანზე, ასევე სინგლის „Lie For A Lie“ ორ სხვადასხვა გამოცემაზეა წარმოდგენილი და ამავე სიმღერის პრომო-ვიდეოში. უკანა გარეკანზე გამოსახულები არიან მეისონი და ფენი. რბილ კონვერტზე, რომელშიც ფირფიტაა მოთავსებული, წარმოდგენილია მუსიკოსების ფოტოსურათები და ორი სიმღერის, „Lie For A Lie“ და „Israel“ ტექსტები.
ციტატები
„გარკვეული დროის მანძილზე გვსურდა მისი მთლიანად ინსტრუმენტული ალბომის სახით ჩაწერა. მაგრამ ჩვენ გვქონდა 'Lie For A Lie', რომლის შეტანაც გადაწყვიტეთ. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ წონასწორობისათვის აუცილებელი იყო კიდევ ერთი სიმღერა (რიკ ფენი)“
|
„რიკთან მუშაობა ნამდვილად მომეწონა. ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშვნელოვანია შეცვალო ხალხი, რომელთანაც მუშაობ. სხვა მხრივ კი გარკვეულ თარგებში ექცევი. ანუ: როჯერი ამას დაუკრავს, დევიდი იმას და...შენ კი, ნიკ, შეგიძლია ამასობაში ჩაი დალიო. (ნიკ მეისონი)“
|
„Fictitious Sports უფრო სავარჯიშო იყო. Profiles-ში უფრო მეტი ხანგრძლივობაა...საკმაოდ ძლიერია, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს „ნამდვილ“ ალბომად. (ნიკ მეისონი)“
|
სიმღერების სია
მხარე 1
- Malta (ფენი/მეისონი) – 6:00
- Lie for a Lie (ფენი/მეისონი/პეირონელი) – 3:16
- Rhoda (ფენი/მეისონი) – 3:22
- Profiles Part 1/Profiles Part 2 (ფენი/მეისონი) – 9:58
მხარე 2
- Israel (ფენი/პეირონელი) – 3:30
- And the Address (ფენი/მეისონი) – 2:45
- Mumbo Jumbo (ფენი/მეისონი) – 3:53
- Zip Code (ფენი/მეისონი) – 3:05
- Black Ice (ფენი/მეისონი) – 3:37
- At the End of the Day (ფენი/მეისონი) – 2:35
- Profiles Part 3 (ფენი/მეისონი) – 1:55
პერსონალი
- ნიკ მეისონი - დასარტყმელი საკრავები, კლავიშები, პერკუსია, კომპოზიტორი
- რიკ ფენი - გიტარები, კლავიშები, კომპოზიტორი
- მელ კოლინზი — საქსოფონი (And The Address, Mumbo Jumbo და Black Ice)
- დევიდ გილმორი — ვოკალი (Lie for a Lie)
- მეგი რაილი — ვოკალი (Lie for a Lie)
- დენი პეირონელი — ვოკალი (Israel)
- კრეიგ პრიუსი — ჩასაბერი ინსტრუმენტები (Malta)
- ტექნიკური პერსონალი
- ნიკ გრიფითსი - ხმის ინჟინერი
- ჯერემი პემბერტონი - დიზაინი
- კლაივ ეროუსმითი - ფოტოგრაფია
სინგლები
ალბომის პრომო-სინგლის სახით გამოვიდა Lie for a Lie[2]. ასევე გადაღებული იქნა მისი მუსიკალური ვიდეო, დევიდ გილმორის მონაწილეობით.[3]
ლიტერატურა
- Saucerful of Secrets: The Pink Floyd Odyssey, ნიკოლას შეფნერი (1991), ISBN 0385306849
სქოლიო
| |||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.