Sony

სონი“ ამ გვერდზე გადმოდის. ინდოეთის მდინარე Sony-ს შესახებ იხილეთ სონი (მდინარე).
Sony Corporation
ソニー株式会社
ტიპი სახალხო კომპანია
დარგი კონგლომერატი
დაფუძნდა 7 მაისი, 1946; 80 წლის წინ (1946-05-07)
ტოკიო, იაპონია[1]
დამაარსებელი
სათავო ოფისი მინატო, ტოკიო, იაპონია
მმართველი
პროდუქცია სამომხმარებლო ელექტრონული მოწყობილობები
ნახევრად გამტარები
ვიდეო თამაშები
კომპიუტერული მოწყობილობები
ტელესაკომუნიკაციო ტექნიკა
შემოსავალი 12.87 ტრილიონი იაპონური იენა (90.14 მილიარდი აშშ დოლარი) (2024)
თანამშრომელი 113,000 (2023)
საიტი sony.net

Sony (იაპონ. ソニー株式会社) — მრავალეროვნული კონგლომერატი გაერთიანება, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მინატოში, ტოკიო, იაპონია. იგი არის მსოფლიოს უდიდესი მედია კონგლომერატი, რომლის წლიური შემოსავალი აღემატება 12.87 ტრილიონ იაპონურ იენას, რაც 90.14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (2024 წლის მონაცემებით). Sony არის ერთ-ერთი ლიდერი ელექტრონიკის, ვიდეოს, კომუნიკაციების, ვიდეო თამაშების კონსოლებისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების გამოშვებაში. მისი სახელი მომდინარეობს sonus-დან, რაც ლათინური ენიდან ნიშნავს ხმას.

პროდუქცია

1950-იან წლებში Sony-მ პირველმა განავითარა ტრანზისტორებზე მომუშავე რადიო Sony TR-63. სავაჭრო მარკა ვალკმანის სახელით Sony-მ პირველი აუდიოპლეიერი ბაზარზე 1979 წელს გამოიტანა.

1983 წელს Sony-მ ფილიპსთან ერთად კომპაქტდისკი განავითარა. Sony-ს აქვს მისი ტელეფონების ხაზი Xperia, ტელევიზორების ხაზი Bravia და კონსოლების ხაზი Playstation.

Sony-ს ცენტრი ბერლინში

ისტორია

კომპანიის ისტორია იწყება 1946 წლის 7 მაისიდან, როდესაც ინჟინერმა მასარუ იბუკამ (Masaru Ibuka) და მისმა კომპანიონმა აკიო მორიტამ (Akio Morita), რომელიც ომის წლებში მუშაობდა სამხედრო ლაბორატორიაში, ტოკიოში დააფუძნეს რადიონაწილების კომპანია Sony. ფირმაში დასაქმებული იყო 20 ადამიანი და საწყისი კაპიტალი შეადგენდა 500 დოლარს.

კომპანია, მატერიალური პრობლემების და მსხვილი ფირმებისგან დიდი კონკურენციის გამო, ბაზრიდან გაქრობისგან იხსნა აკიო მორიტას წარმატებულმა მარკეტინგულმა პოლიტიკამ.

1949 წელს კომპანია Sony იღებს მაგნიტური ფირის გახმოვანების პატენტს და ერთი წლის შემდეგ უშვებს მაგნიტოფონს G-Typ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია ვიზუალურად მიმზიდველად არ გამოიყურებოდა, სწორედ ამ მაგნიტოფონმა დაუდო საფუძველი Sony-ს შემდგომ განვითარებას.

1950 წელს Sony ამერიკული კომპანია Western Electric – ისგან ყიდულობს ტრანზისტორების წარმოების ლიცენზიას. მალე ფირმის წარმოება იზრდება და გამოდის Sony-ს ცნობილი რადიომიმღები TR-2. ამავე დროს იწყება Sony-ს ტალევიზორების და ვიდეო მაგნიტოფონების. ყველა ეს მოწყობილობა მუშაობდა ტრანზისტორებზე (პირველი ტრანზისტორი შემუშავებული იქნა კომპანია Bell – ის კვლევით ლაბორატორიაში. მისი შემქმნელი იყო ტელეფონის გამომგონებელი ალექსანდრე გრემ ბელი) .

მორიტას ძირითადად მიმართულება ჰქონდა აღებული ხმოვანი აპარატურის წარმოებაზე, რის გამოც კომპანიას 1955 წელს ეწოდა სახელწოდება Sony, რომელისც ლათინურად ნიშნავს "ხმა" – ს.

1963 წელს Sony-მ გაიტანა თავისი აქციები ნიუ–იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანია იყო პირველი იაპონური ბრენდი, რომელიც მოხვდა NYSE (New York Stock Exchange) – ს სიაში.

იმავე პერიოდში, იმისათვის, რომ უფრო მეტად დაემკვიდრებინა ამერიკულ ბაზარზე თავისი ბრენდი აკიო მორიტა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის შტატებში. 1968 წელს კომპანია უშვებს თავის პირველ ფერად Sony-ს ტელევიზორს Trinitron.

სწორედ მსოფლიო ბრენდმა Sony-მ პირველმა გამოუშვა მუსიკალური პორტატული ფირსაკრავი და ლაზერული დისკები (ლაზერული დისკები Sony-მ გამოიგონა კომპანია ფილიპსთან (Philips) >> ერთად 1980 წელს).

მნიშვნელოვანი გარდატეხა თანამედროვე ტექნიკის სფეროში Sony-მ მოახდინა 1990 წელს. შეიქმნა DVD, Blu-Ray და თანამედროვე ტიპის ტელევიზორი Bravia, სათამაშო მოწყობილობა Sony PlayStation და Sony PlayStation Portable, ნოუტბუკი Sony Vaio, ფოტოაპარატი Cyber-Shot, მობილური ტელეფონი Sony Ericsson. 1999 წლის 21 ოქტომბერს, 1993 წლიდან ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული, კომპანია Sony-ს ლეგენდარული დამაარსებელი აკიო მორიტა გარდაიცვალა 78 წლის ასაკში.

მორიტას დაწერილი და გამოცემული აქვს ორი წიგნი, მათ შორის ცნობილი – "Made in Japan" . იგი იყო პირველი იაპონელი, რომელსაც მიღებული ჰქონდა დიდი ბრიტანეთის ხელოვნების ორდენი. აგრეთვე მას მიღებული აქვს დამსახურებული ლეგიონის ნაციონალური ორდენი და იაპონიის იმპერატორის წმინდა საგანძურის პირველი კატეგორიის ორდენი.

ამჟამადაც კომპანია Sony ერთ–ერთი წამყვანი მსოფლიო ბრენდია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ელექტრო ტექნიკა; საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო პროდუქციის წარმოება; გასართობი სფერო – მათ შორის კინოფილმების ( Columbia Pictures ) , მუსიკალური პროგრამების და კომპიუტერული თამაშების შექმნა–წარმოება; საინვესტიციო–საფინანსო საქმიანობა; ინტერნეტ პროექტების განხორციელება და ა.შ.

დამატებითი ლიტერატურა

  • Made in Japan by Akio Morita and Sony, HarperCollins (1994)
  • Sony: The Private Life by John Nathan, Houghton Mifflin Harcourt(1999)
  • Sony Radio, Sony Transistor Radio 35th Anniversary 1955–1990 – information booklet (1990)
  • The Portable Radio in American Life by University of Arizona Professor Michael Brian Schiffer, PhD (The University of Arizona Press, 1991).
  • The Japan Project: Made in Japan – a documentary about Sony's early history in the U.S. by Terry Sanders.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Sony Global – Corporate Information. ციტირების თარიღი: 5 July 2016.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.