Spotify

Spotify
საიტი https://open.spotify.com
სლოგანი „მუსიკა ყველასთვის“
საიტის ტიპი საჯარო
რეგისტრაცია აუცილებელია
ხელმისაწვდომი ენა 74-მდე
მომხმარებელი 574 მილიონზე მეტი (2023 წლის სექტემბრის მონაცემებით)
დამფუძნებელი დანიელ ეკი და მარტინ ლორენცონი
მფლობელი დანიელ ეკი და მარტინ ლორენცონი
გაეშვა 7 ოქტომბერი, 2008
შემოსავალი 13 მილიარდი დოლარი (2023 წლის მონაცემებით) [1]

Spotify — ხმოვანი ჩანაწერების შვედური სტრიმინგსერვისი, რომელიც მუსიკის, აუდიოწიგნებისა და პოდკასტების მოწყობილობაში ჩამოტვირთვის გარეშე მოსმენის საშუალებას იძლევა. დაარსდა 2006 წლის 23 აპრილს დანიელ ეკის და მარტინ ლორენცონის მიერ. 2021 წლის მდგომარეობით, 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლით, Spotify მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე პოპულარული აუდიო სტრიმინგ პლატფორმაა. იგი იკავებს გლობალური აუდიო სერვისის 36%-ზე მეტს და ხელმისაწვდომია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის უმეტეს ქვეყანაში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ავსტრალიასა და ოკეანეთში. 2021 წლის 24 თებერვალს სერვისი ოფიციალურად ამოქმედდა საქართველოში.[2]

2020 წლის 15 ივლისს სერვისი ამუშავდა რუსეთშიც, თუმცა, უკრაინაში შეჭრის გამო, 2022 წლის 6 მარტს Spotify-მ რუსეთში პრემიუმპაკეტის მიღების შესაძლებლობა შეზღუდა,[3] 2022 წლის 11 აპრილს კი საერთოდ შეაჩერა ოპერაციები.[4]

პლატფორმის პრემიუმპაკეტის საფასური თითო მომხმარებელზე ყოველთვიურად 4,99 დოლარია. არსებობს სხვა პოპულარული პაკეტებიც: დუო ($6,49), საოჯახო ($7,99), სტუდენტური ($2,49).[5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.