Vantablack
Vantablack (ინგლ. vertically aligned nanotube arrays — „ვერტიკალურად ორიენტირებული ნანომილების მასივები“[2] და black — „შავი“) — ნახშირბადის ნანომილებისაგან დამზადებული ნივთიერება.[3] არის დღესდღეობით ცნობილი ყველაზე შავი ნივთიერება.[2] შთანთქავს მასზე დაცემული სინათლის 99.965%-ს: ხილულ სინათლეს, მიკროტალღებს და რადიოტალღებს[4] (შედარებისთვის: ყველაზე შავი ნახშირი შთანთქავს სინათლის 96%-ს). იგი შედგება ვერტიკალურად განლაგებული ნანომილებისაგან, რომლებიც „იზრდებიან“ ალუმინის ფოლგაზე;[5] Vantablack-ზე მოხვედრილი ფოტონები იკარგება ამ ნანომილებს შორის და, პრაქტიკულად, უკან არეკვლის გარეშე, გადაიქცევა სითბოდ.[3] ეს ნივთიერება პირველად წარადგინეს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ფიზიკური ლაბორატორიისა და Surrey NanoSystems-ის მეცნიერებმა ფარნბოროს ავიაშოუზე 2014 წლის ივლისში.[6]
მიღებულ ნივთიერებას აქვს მრავალი პოტენციური გამოყენება: მაგალითად, ტელესკოპებში სინათლის გაფანტვის თავიდან აცილება,[2] დედამიწაზე და კოსმოსში მოქმედი ინფრაწითელი კამერების გაუმჯობესება,[7] შეიძლება გამოყენებულ იქნას თერმული დაცვის სისტემებში და მინიატურული ერთეულების და ელემენტების საფარად სხვადასხვა მიკროელექტრომექანიკური მოწყობილობაში.[8] ამ ობიექტის მიერ რადიაციის შეწოვა ხსნის მსუბუქი და გამძლე საფარის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც იცავს ადამიანებს და კოსმოსურ ხომალდებს ძლიერი გამოსხივებისგან. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სითბოს შთანთქმის გასაზრდელად მასალებში, რომლებიც გამოიყენება მზის ენერგიის კონცენტრაციის ტექნოლოგიებში, ხოლო სამხედრო სფეროში Vantablack შეიძლება გამოყენებულ იქნას „ტემპერატურული შენიღბვის“ შესაქმნელად, მაგალითად, თვითმფრინავებისთვის.[4]
საინტერესოა ადამიანის თვალის რეაქცია Vantablack-ზე: არეკლილი სინათლის თითქმის სრული არარსებობის გამო, ადამიანი მას აღიქვამს არა როგორც ძალიან შავ საგანს, არამედ როგორც არაფერს, როგორც უფსკრულში ჩავარდნას, შავ ხვრელში,[5] როგორც ორგანზომილებიანი[9] სიბნელე.[3] ცნობილმა მოქანდაკე ანიშ კაპურმა გამოხატა ინტერესი Vantablack-ის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ეს ნივთიერება ძალზე ეფექტური იქნება, როგორც საღებავი, მაგალითად, უძირო სივრცის გამოსასახავად.[10]
2014 წელს, საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის პირველმა მომხმარებლებმა უკვე მიიღეს Vantablack შეკვეთები.[6]
რესურსები ინტერნეტში
- The partial space qualification of a vertically aligned carbon nanotube coating on aluminium substrates for EO applications(ინგლისური)
სქოლიო
- ↑ Vantablack, the world's darkest material, is unveiled by UK firm (15 July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 July 2016. ციტირების თარიღი: 19 July 2014
- ↑ 2.0 2.1 2.2 Себастиан Энтони. It’s like staring «into a black hole»: World’s darkest material will be used to make very stealthy aircraft, better telescopes დაარქივებული 2015-04-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) на сайте extremetech.com, 14 июля 2014
- ↑ 3.0 3.1 3.2 Vantablack, the world’s darkest material, is unveiled by UK firm დაარქივებული 2016-07-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) на сайте scmp.com, 15 июля 2014
- ↑ 4.0 4.1 Vantablack: U.K. Firm Shows Off «World’s Darkest Material» დაარქივებული 2015-12-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) на сайте nbcnews.com
- ↑ 5.0 5.1 Айан Джонстон. Blackest is the new black: Scientists develop a material so dark that you can’t see it… დაარქივებული 2017-09-20 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) на сайте independent.co.uk, 13 июля 2014
- ↑ 6.0 6.1 British breakthrough in worlds darkest material launched at Farnborough International დაარქივებული 2014-12-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) на сайте surreynanosystems.com
- ↑ Жаклин Говард. This May Be The World’s Darkest Material Yet დაარქივებული 2016-03-07 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) на сайте huffingtonpost.com,14 июля 2014
- ↑ Vantablack — самый чёрный материал в мире на сегодняшний день დაარქივებული 2015-11-22 საიტზე Wayback Machine. (რუსული) на сайте dailytechinfo.org, 15 июля 2014
- ↑ Теро Куиттинен. Scientists have developed a black so deep it makes 3D objects look flat დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) на сайте ca.news.yahoo.com, 14 июля 2014
- ↑ How black can black be? დაარქივებული 2015-10-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) на сайте bbc.com, 23 сентября 2014
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.