Vegetable Man

„Scream Thy Last Scream“
სიმღერაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Early Years 1965-1972
გამოსვლის თარიღი 11 ნოემბერი, 2016
ჩაიწერა 9-11 ოქტომბერი 1967[1]
ჟანრი ფსიქოდელიური როკი[2]
ხანგრძლივობა 2:32
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი
პროდიუსერი ნორმან სმითი

Vegetable Man“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა, ერთ-ერთი უკანასკნელი, დაწერილი სიდ ბარეტის მონაწილეობით.

ისტორია

ისევე, როგორც „Scream Thy Last Scream“, სიმღერა ზედმეტად ნათლად ასახავს სიდ ბარეტის იმ დროისთვის ფსიქიკურ მდგომარეობას, ამიტომ არ შესულა ჯგუფის მეორე ალბომში A Saucerful of Secrets (რომელიც ამავე პერიოდში ჩაიწერა). წლების განმავლობაში სიმღერა ოფიციალურად არსად გამოცემულა, მაგრამ 2016 წელს გამოვიდა ბოქს-სეტის The Early Years 1965–1972 შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად გამოცემა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, „Vegetable Man“ სხვა კოლექტივების მიერ სრულდებოდა - მაგალითად, The Jesus and Mary Chain.

ჯგუფის მენეჯერი პიტერ ჯენერი იხსენებდა:

სიდმა „Vegetable Man“ ჩემთან სტუმრობისას დაწერა. ეს ზებუნებრივი იყო. დაჯდა და საკუთარი თავი აღწერა - ის, რაც მასზე იყო და რასაც აკეთებდა.

In yellow shoes I get the blues... In my paisley shirt I look a jerk. მას შემდეგ, რაც სიდი წავიდა, ყველამ გადაწყვიტა, რომ ეს სიმღერები ზედმეტად შთამბეჭდავია. არც იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ტექსტი ჰგავდა პაციენტის სიტყვებს, წარმოთქმულს ფსიქიატრთან კონსულტაციისას - სერიოზული ფსიქიკური მოშლილობის არაჩვეულებრივი შემთხვევა იყო.

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი უნდა გამოჩნდნენ, ამიტომ ისე გავაკეთე, რომ ჩემი ასლები მსოფლიოს მოესმინა. ვიცოდი, რომ როჯერი ან დევიდი არ დაუშვებდნენ მათ გამოჩენას. გრძნობდნენ, რომ რაღაც მხრივ ეს სიმღერები არაკორექტული იყო, როგორც ცნობილი მსახიობი ქალბატონის შიშველი ფოტოები. რაც უსამართლო იყო. მაგრამ ვფიქრობ, ეს სიმღერები გამაოგნებელია და ხელოვნების ნიმუშებად უნდა ჩაითვალოს. ისინი მოუსვენარია და არანაირად არ არის სახალისო, მაგრამ ისინი წარმოადგენენ სიდის ერთ-ერთ შესანიშნავ ნამუშევარს, თუმცა, ღმერთმა იცის, არავის ვუსურვებდი იმის გადატანას, რაც მან ამ სიმღერებთან გადაიტანა. ვან გოგს მაგონებს.

სიმღერაში ჟღერს ფრაზა „make me feel pink“ – LSD-ს მიღების სინონიმი. Pinked აგრეთვე ნიშნავს „მთვრალს“.

ჯენერს დაგეგმილი ჰქონდა სიმღერის ები-როუდზე ჩაწერა. პინკ ფლოიდმა სიმღერა სტუდიის გარდა მხოლოდ ერთხელ, სტუდიაში Maida Vale (ლონდონი), 1967 წლის 20 დეკემბერს დაუკრა.

პერსონალი

სქოლიო

  1. Palacios, Julian (1998). Lost in the Woods: Syd Barrett and the Pink Floyd. London: Boxtree, გვ. 194. Accessed 7 December 2012. ISBN 0-7522-2328-3. 
  2. New Pink Floyd box set has everything but a bell on it en (July 28, 2016). ციტირების თარიღი: 22 March 2017.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.