WikiLeaks
| WikiLeaks | |
|---|---|
|
WikiLeaks-ის ლოგო | |
| საიტი | wikileaks.org |
| სლოგანი | ჩვენ გავხსნით მთავრობებს |
| კომერციულობა | არა |
| საიტის ტიპი | დოკუმენტების არქივი |
| რეგისტრაცია | არა |
| ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
| მფლობელი | Sunshine Press |
| შემქნელი | ჯულიან ასანჟი |
| გაეშვა | 4 ოქტომბერი, 2006[1] |
| Alexa-ს რეიტინგი |
|
| ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
WikiLeaks — საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური[3][4][5] ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს.[6] მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს[7]. ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1,2 მილიონ დოკუმენტს.[8]
თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. გაზეთ The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჯულიან ასანჟი.
WikiLeaks-ს 2008 წელს მიღებული აქვს Economist magazine-ის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ახალ მედია-საშუალებებს; ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ჯილდო პუბლიკაციისთვის: „კენიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, 2009 წელს; 2010 წელს კი გაზეთმა New York Daily-მ WikiLeaks დაასახელა იმ ვებ-გვერდებს შორის, რომლებმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალონ ახალი ამბები.
2010 წლის აპრილში WikiLeaks-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავდა 2007 წელს მომხდარ ინციდენტს, სადაც აშშ-ს სამხედროები ხოცავენ მშვიდობიან ერაყელებს. ამავე წლის ივლისში გამოაქვეყნა „ავღანეთის ომის დღიური“, რომელიც წარმოადგენდა 76,900 დოკუმენტის კომპილაციას ომის შესახებ.[9] ეს დოკუმენტები მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ოქტომბერში, მსხვილ მედია-ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოქვეყნდა 400 000 დოკუმენტი, სახელწოდებით „ერაყის ომის ჩანაწერები“.
თავდაპირველად WikiLeaks დაგეგმილი იყო მომხმარებელთა მიერ რედაქტირებად ვებ-გვერდად, მაგრამ ჩამოყალიბდა ტრადიციული ფორმით. მას არ აქვს მომხმარებელთა კომენტარების ფუნქცია. სახელწოდების მსგავსების მიუხედავად მას არაფერი აქვს საერთო ვიკიპედიასთან. ორივე რესურსის სახელწოდება დაკავშირებულია ჰავაურ ენასთან, რომელზედაც wiki ნიშნავს „სწრაფს“, Leaks-ი კი ინგლისურად ნიშნავს „გაჟონვას“ – ანუ wikiLeaks-ი ნიშნავს „სწრაფად გამოჟონილ [ინფორმაციას]“. ორგანიზაციის სლოგანია „ჩვენ გავხსნით მთავრობებს“.
ლიტერატურა
- Ampie, Guillermo Fernandez (20 ოქტომბერი, 2010). „Wikileaks and Freedom of the Press“. Havana Times. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - Assange, Julian (2012). Cypherpunks: Freedom and the Future of the Internet. OR Books. ISBN 978-1-939293-00-8.
- Sifry, Micah L. (2011). WikiLeaks and the Age of Transparency. OR Books. ISBN 978-1-935928-31-7.
- Star, Alexander (2011). Open Secrets: WikiLeaks, War and American Diplomacy. The New York Times. ISBN 978-0-615-43957-0.
რესურსები ინტერნეტში

- ოფიციალური საიტი
- WikiLeaks Facebook-ზე
- WikiLeaks და პრესის თავისუფლება გულერმო ფერნანდეს ემპი Havana Times, 20 ოქტომბერი 2010 წელი.
- WikiLeaks მსოფლიოს წინააღმდეგ. ბერლინის კონგრესი, 25 დეკემბერი 2008 წელი ონლაინ ფლეშ ვიდეო დაგადმოტვირთვა მაღალი რეზოლუციით
სქოლიო
- ↑ Wikileaks Mirrors. WikiLeaks (24 აგვისტო, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-11. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი, 2012.
- ↑ Wikileaks.org Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2016.
- ↑ By David Dishneau The Associated Press. Harvard prof may be defense's last witness at WikiLeaks trial | Army Times. armytimes.com. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.[მკვდარი ბმული]
- ↑ curmudgeonvt. (10 July 2013) Pentagon Agreed: WikiLeaks a Journalistic Outlet - News from Antiwar.com. News.antiwar.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.
- ↑ Global journalists' union supports Wikileaks. Alliance.org.au (16 ივლისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2014.
- ↑ Editors, The (16 აგვისტო, 2012). „WikiLeaks – The New York Times“. Topics.nytimes.com. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი: ავტორების სია (link) - ↑ Chatriwala, Omar. (5 აპრილი, 2010) WikiLeaks vs the Pentagon. Al Jazeera blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2011.
- ↑ Wikileaks has 1.2 million documents?. WikiLeaks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2008.
- ↑ „WikiLeaks to publish new documents“. MSNBC. Associated Press. 7 აგვისტო, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-05. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება)
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.