Doom


სერიის ლოგო
ჟანრები პირველი პირის შუტერი
დეველოპერ(ებ)ი
გამომცემელი
შემქმნელ(ებ)ი
პლატფორმები
თავდაპირველი პლატფორმა MS-DOS
პირველი გამოცემა „Doom“
10 დეკემბერი, 1993
ბოლო გამოცემა „Doom“
13 მაისი, 2016
სპინ-ოფები
ოფიციალური საიტი ოფიციალური

Doom“ — პირველი პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაშების სერია, შემუშავებული id Software-ის და გამომცემული Bethesda Softworks-ის მიერ (უშვებს მეოთხე ნაწილიდან მოყოლებული). ადრე სერიას უშვებდნენ კომპანიები: GT Interactive („Doom “, „Doom II: Hell on Earth“) და Activision („Doom 3“). სერიის სიუჟეტი მიმდინარეობს „გაერთიანებული აერო კოსმიური კორპორაციის“ (ინგლ. Union Aerospace Corporation) ქვეშ მოქმედი უსახელო კოსმოსური დესანტის გარშემო (მოგვიანებით დუმგაით წოდებული), რომელიც იბრძვის მსოფლიოს გადასარჩენად ჯოჯოხეთიდან შემოჭრილი დემონთა ურდოს წინააღმდეგ.

1993 წლის 10 დეკემბერს გამოსული სერიის პირველი თამაში „Doom“ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად, რომელსაც აქვს 3D გრაფიკა, ქსელური მრავალმოთამაშიანი გეიმპლეი და „Doom WAD“-ის ფორმატის მხარდაჭერა, სადაც ინახება თამაშის მონაცემები და რესურსები. ის აგრეთვე საშუალებას აძლევს მოთამაშეებს დამოუკიდებლად შექმნან სასურველი მოდიდიკაციეიბი. თამაშის პირველი ნაწილის გამოსვლას მოჰყვა სამი გაგრძელება: „Doom 2“ (გამოშვებული 1994 წლის 30 სექტემბერს), რომელიც დიდად არ განსხვავდება მისი წინამორბედისაგან, არც ტექნოლოგიური თვალსაზრისით და არც გრაფიკითა და გეიმპლეით. თუმცა კრიტიკოსებისგან დადებითად იქნა მიღებული და ფინანსურადაც წარმატებული აღმოჩნდა; „Doom 3“ (გამოცემული 2004 წლის 2 აგვისტოს) — ახალი თაობის სათამაშო პლტფორმებზე (Microsoft Windows, Linux, Mac OS X-სა, Xbox) გამოსული თამაში, რომელიც სრულიად განსხვავდება წინა სერიებისგან, სადაც გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიბი. წინამორბედების მსგავსად იგი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად და კრიტიკოსებისგან დადებითად იქნა მიღბული;[1] „Doom“ — სერიის კიდევ ერთი წარმატებული თამაში, რომელიც გამოიცა 2016 წლის 13 მაისს,[2] მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის.

თამაშების გარდა შემუშავებული იქნა მრავალი დამატება და მოდიფიკაცია, კომიქსები, ამავე სახელწოდების (2005) ერთი ფილმი, სამაგიდო თამაში („Doom: The Boardgame)“, სხვადასხვა სახის სპინოფები („Final Doom“ (1996), „Doom 64“ (1997), „Doom RPG“ (2005), „Doom Resurrection“ (2009), „Doom II RPG“ (2009), „DoomRL“ (2013). 2018 წლის 11 ივნისს დაანონსდა თამაშის მეხუთე ნაწილის „Doom Eternal“-ის გამოშვება,[3] რომელიც გამოვა Microsoft Windows-ის, PlayStation 4-ის, Nintendo Switch-ის, Xbox One-ისა[4] და Stadia-ს პლატფორმებზე.[5]

„Doom“-სერიას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა საგამომცემლო ჟურნალ-გაზეთებისა თუ საიტებისგან. ჟურნალმა „Next Generation“ დუმის სერიას ყველა დროის ას საუკეთესოთა შორის მე-19 ადგილი მიუჩინა.[6] გამოსვლიდან დღემდე, თამაშის სერიის გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 10 მილიონ ეგზემპლარს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Doom 3. GameSpot. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2019.
  2. Nunneley, Stephany. (12 მაისი, 2016) Doom: here’s the PC requirements and launch times for your region. VG247. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2016.
  3. Doom Eternal announced with fiery trailer. Polygon (10 ივნისი, 2018). ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2018.
  4. Schwartz, Terri. (11 ივნისი, 2018) E3 2018: Bethesda Announces Doom Eternal, Sequel to Doom. IGN. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2018.
  5. DOOM Eternal is coming to Stadia. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2019.
  6. „Next Generation“ 21 (სექტემბერი, 1996), გ.68.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.