GamesMaster

GamesMaster
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი ჯოელ გრიგორი
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Future plc
Summit Media (2003-2006)
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო,
ფილიპინები (2003-2006)
პუბლიკაციის ისტორია 17,492 (იან - დეკ 2013)
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 0967-9855

GamesMaster — ყოველთვიური, მრვალფორმატიანი კომპიუტერული და ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელიც გამოიცემა დიდ ბრიტანეთში Future plc-ის მიერ.[1]. იგი არის ყველაზე მეტად გაყიდვადი მრავალფორმატიანი ჟურნალი გაერთიანებულ სამეფოში, რომლის გაყიდვები აჭარბებს თავისსავე დაძმობილებულ ჟურნალ Edge-ს[2].

ისტორია

ჟურნალი დაარსდა 1993 წელს, როგორც ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუს დამატება, თუმცა, როდესაც შოუმ ტრანსლაცია შეწყვიტა, ჟურნალმა გააგრძელა ფუნქციონირება[3].

ჟურნალი აქვეყნებს ვიდეო თამაშების მიმოხილვებსა და წინასწარ მიმოხილვებს, ასევე მოიცავს სიახლეებს ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან, პოსტერებს, ჟურნალის მკითხველთა წერილებსა და ყოველთვიურ შეჯიბრებს.

GamesMaster Philippines

2003 წელს ფილიპინურმა გამომცემელმა Summit Media-მ დაიწყო GameMaster-ის ფილიპინებში გამოშვება. თავდაპირველად, ჟურნალის ღირებულება შეადგენდა 95 ფილიპინურ პესოს ($2.06 ან £1.34 2009 წლის მონაცემით), თუმცა შემდეგ, ფასი გახდა 100 პესო ($2.17 ან £1.34 2009 წლის მონაცემით). გამოცემამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ადგილობრივ საზოგადოებაში. GamesMaster Philippines-ის გამოცემა შეწყდა 2006 წელს კორპორატიული რესტრუქტურიზაციიდან გამომდინარე.

GamesMaster in Arabic

1996–1999 წლებში ლიბანური გამომცემლობა უშვებდა ჟურნალის ბრიტანულ ვერსიას არაბულ ენაზე. მიუხედავად უხარისხო თარგმანისა, ჟურნალი იყიდებოდა კარგად, მიზეზ იყო ის, რომ აღნიშნულ რეგიონში იყო დიდი მოთხოვნა ვიდეო თამაშებზე და ასევე ის, რომ ამგვარი პროექტი, მანამდე არცერთ გამომცემელს არ განუხორციელებია.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. GamesMaster magazine. Future plc. ციტირების თარიღი: 2009-07-03.
  2. Magazine ABCs: Encouraging next-generation signs for Future’s games portfolio დაარქივებული 2008-01-18 საიტზე Wayback Machine. Future Publishing. 17 August 2006.
  3. .GamesMaster Magazine - Issue One - January 1993. www.gamesmasterlive.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-20. ციტირების თარიღი: 2009-06-03.


Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.