Famitsu
| Famitsu | |
|---|---|
| სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
| ენა | იაპონური |
| პუბლიკაციის დეტალები | |
| გამომცემელი | ASCII (1986–2000) Enterbrain (2000–2013) Kadokawa Corporation |
| ქვეყანა | იაპონია |
| პუბლიკაციის ისტორია | 500,000 (Shūkan) 120,000 (Entamikusu) 80,000 (Connect! On) 40,000 (DS+Wii)[1] |
| გამოცემის სიხშირე | ყოველკვირეული/ყოველთვიური |
| ტიპი | ბეჭდვითი და ონლაინ ჟურნალი |
Famitsu — იაპონური ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელსაც უშვებს კომპანია Kadokawa Game Linkage. ჟურნალი გაყიდვაში ორი ფორმატით გამოდის: ყოველკვირეულად და ყოველთვიურად, და ასევე სპეციალური თემატური გამოცემის სახით, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ერთი კონსოლის, ვიდეო თამაშის, კომპანიისა და სხვა თემების განხილვას. Shūkan Famitsū („ყოვლკვირეული Famitsu“) არის ჟურნალის ორიგინალური გამოცემა, რომელიც ითვლება ყველაზე წაკითხვად და დაფასებულ ჟურნალად ვიდეო თამაშების სიახლეების ჟურნალებს შორის.[2][3][4] 2011 წლის 28 ოქტომბრიდან Enterbrain-მა დაიწყო ჟურნალის ყოველკვირეული ციფრული ვერსიის გამოშვება ექსკლუზიურად საიტ BookWalker-ზე.[5][6]
ისტორია
ფამიცუს პირველი ნომერი გამოქვეყნდა 1986 წლის 6 ივნისს „Famicom Tsūshin“-ის სახელწოდებით (ქართ. „Famicom-ის სიახლეები“). 1991 წლის 19 ივლისს ჟურნალს დაერქვა სახელი „Shūkan Famicom Tsūshin“. („Famicom-ის ყოველკვირეული სიახლეები“), ასევე დაიწყო ყოველთვიური ჟურნალის „Gekkan Famicom Tsūshin“-ის გამოცემა (ქართ. „Famicom-ის ყოველთვიური სიახლეები“). 1996 წლის დასაწყისში ჟურნალების დასახელებები შემოკლდა და დაერქვათ Shūkan Famitsū (ქართ. „ყოველკვირეული Famitsū“) და „Gekkan Famitsū“ (ქართ. „ყოველთვიური Famitsū“).
Famitsū-ს სპეციალური თემები
Famitsū აქვეყნებს ცალკეულ ჟურნალებს, რომელიც ეხება კონკრეტულ კონსოლსა და სხვადასხვა თემას. ამჟამად მიმოქცევაშია:
- Entamikusu — იგი ქვეყნდება შედარებით ხანდაზმული აუდიტორიისთვის და მოიცავს რეტროგეიმინგს. გამოიცემა ყოველთვიურად 2010 წლის ნოემბრიდან.
- Famitsū Connect — გათვლილია ონლაინ თამაშებზე.
- Famitsū DS+Wii — იგი მოიცავს მხოლოდ Nintendo-ს პლატფორმებს (დღესდღეობით Nintendo 3DS-სა და Wii U).
- Famitsū GREE — ეხება მობილური თამაშების თემებს.
- Famitsū Mobage — Famitsū GREE-ის მსგავსად მოიცავს მობილურ თამაშებს.
შეფასებები
საიტი თამაშს აფასებს 40 ბალიანი სისტემით. დღესდღეობით მხოლოდ 30-მა თამაშმა მიიღო უმაღლესი ქულა. ქვემოთ ქრონოლოგიური სახით წარმოდგენილია თამაშების სია:
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებსაიტი (იაპონური)
- Famitsu-ს შეფასებების არქივი
სქოლიო
- ↑ Enterbrain Brand Information Japanese. Enterbrain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2015-05-01.
- ↑ Tor Thorsen. (2006-03-08) FFXII gets perfect score from Famitsu. GameSpot. ციტირების თარიღი: 2006-06-09.
- ↑ Steve Kalpaxidis. (2005-07-01) PS3 To Come Without Bundled HDD?. Advanced Media Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2006-06-09.
- ↑ Rodney Quinn. (2006-03-09) Final Fantasy XII scores perfect 40/40 in Famitsu reviews. Ars Technica. ციტირების თარიღი: 2006-06-09.
- ↑ 週刊ファミ通(電子版)が10月28日から販売スタート! - ファミ通App Japanese. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-11. ციტირების თარიღი: 2015-12-10
- ↑ KADOKAWA、電撃ゲームメディア編集部を吸収分割で連結子会社Gzブレインに10月1日付で承継へ 「ファミ通」ブランドと「電撃」ブランドが融合 | gamebiz.
| |||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.