Open Broadcaster Software
| Open Broadcaster Software | |
|---|---|
OBS Studio Windows 10-ზე | |
| ავტორი | ჰიუ „ჯიმ“ ბელი |
| მწარმოებელი | OBS Project Community (მოხალისეთა ერთობა) |
| გამოვიდა | 1 სექტემბერი, 2012 |
| ბოლო გამოშვება | 22.0.2 / 30 აგვისტო, 2018 |
| პროგრამირების ენა | C++, C |
| ოს | Linux MacOS Windows |
| პლატფორმა | 32 ბიტი და 64 ბიტი |
| ენა | მრავალენოვანი (50-ზე მეტი)[1] მათ შორის ქართული |
| ჟანრი | ვიდეოს გადაღება და ეთერში გაშვება |
| ლიცენზია | GNU General Public License |
| საიტი | obsproject.com |
ღია სამაუწყებლო პროგრამული უზრუნველყოფა (Open Broadcaster Software, შემოკლ. OBS) — უფასო და ღია კოდის მქონე, მასალების პირდაპირი ეთერით გადამცემი და ჩამწერი პროგრამა, შემუშავებული OBS-პროექტის ფარგლებში, მოხალისეების ერთობის დახმარებით. პროგრამას გააჩნია მხარდაჭერა სისტემების: Windows 7 ან უფრო ახალი, macOS 10.10 ან უფრო ახალი და Ubuntu 14.04 ან უფრო ახალი ვერსიების.
მიმოხილვა
OBS არის უფასო და ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, ჩანაწერების გასაკეთებლად და პირდაპირი ეთერის გასაშვებად. დაწერილი C და C++ ენებში, OBS უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამული წყაროდან ან მოწყობილობიდან მიწოდებული მასალების გადაღებას, სცენების აგებას, დაშიფვრას, ჩაწერასა და პირდაპირ ეთერში გაშვებას, მონაცემების რეალურ დროში გადამცემი ოქმის (RTMP) მეშვეობით, რომლითაც სიგნალი შეიძლება გაეგზავნოს RTMP-ს მხარდაჭერის მქონე ნებისმიერ მიმღებს, მათ შორის, ეთერის გასაშვებ მზა მომსახურების მქონე საიტებს, როგორიცაა YouTube, Twitch.tv, Instagram და Facebook.[2]
ვიდეოს დასაშიფრად, OBS-ს შეუძლია გამოიყენოს x264 - ღია პროგრამული უზრუნველყოფის ბიბლიოთეკა,[3] Intel-ის QuickSync, Nvidia-ს NVENC და AMD-ის VCE ძრავი, ვიდეონაკადების H.264/MPEG-4 AVC ფორმატსა და H.265/HEVC ფორმატში გარდასაქმნელად. ხმოვანი სიგნალი შეიძლება დაიშიფროს MP3 ან AAC დამშიფრავებით. გამოცდილ მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი დამშიფრავი და სათავსი ფორმატი ხელმისაწვდომი libavcodec / libavformat-ით, ისევე როგორც ნაკადის გამოტანა შეუძლიათ სასურველი ffmpeg URL-ბმულით.
სამომხმარებლო გარემო
მთავარი სამომხმარებლო გარემო დაყოფილია ხუთ ნაწილად: სცენები, წყაროები, ხმის მიქშერი, სცენებს შორის გადასვლები და სამართავი. სცენები წარმოადგენს დაჯგუფებულ წყაროებს, როგორიცაა პირდაპირი ეთერი, ჩაწერილი ვიდეო, ტექსტი, ხმოვანი ფაილი და ა.შ. მიქშერის არე საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაადუმოს, გამართოს ან თანდათანობით გაზარდოს და შეამციროს ხმის დონე, აგრეთვე დაადოს ეფექტები, გვერდით არსებული ხრახნის ღილაკის მეშვეობით. სამართავი არედან შესაძლებელია ნაკადის გაშვების ან ვიდეოს ჩაწერის დაწყება და შეწყვეტა, იქვეა ღილაკი, რომლითაც OBS გადავა მეტად პროფესიონალურ, ე.წ. სტუდიურ რეჟიმში (ვრცლად, იხილეთ მომდევნო აბზაცი), ქვემოთ კიდევ არის ერთი ღილაკი პარამეტრების გასახსნელად და მეორე ღილაკი, პროგრამიდან გამოსასვლელად. ზედა ნაწილში შესაძლებელია ვიდეოს პირდაპირ რეჟიმში შეთვალიერება, ასევე წინასწარი დამუშავება და მიმდინარე სცენის ჩასწორება. აგრეთვე, მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია იერსახის გადართვა ნათელიდან მუქ ფერებში და პირიქით.
სტუდიურ რეჟიმში ჩანს ორი სცენის ფანჯარა, მარცხენა გამოიყენება იმ სცენების წინასწარ შესათვალიერებლად და მოსამზადებლად, რომლებიც ჯერ არაა გაშვებული, ხოლო მარჯვნივ ჩანს ის მიმდინარე შედეგი, რასაც მაყურებელი ხედავს პირდაპირ ეთერში ან იწერება კომპიუტერში. შუაში მოცემულია გადასვლის დამატებითი ღილაკი, მარჯვნივ მდებარე მიმდინარე სცენის მარტივად ჩასანაცვლებლად მარცხნივ არსებულით.
ისტორია
ღია სამაუწყებლო პროგრამული უზრუნველყოფა (Open Broadcaster Software) მცირე პროექტის სახით წამოიწყო ჰიუ „ჯიმ“ ბეილიმ, თუმცაღა პროექტმა სწრაფადვე დაიწყო ზრდა, ინტერნეტით შემოკრებილი მოხალისეების დახმარებით, რომლებიც მუშაობდნენ როგორც კოდის დასახვეწად, ასევე პროგრამის გასავრცელებლად მომხმარებლებში. 2014 წელს[4] დაიწყო შემუშავება ხელახლა გადაწერილი ვერსიის, ცნობილი, როგორც OBS Multiplatform (მოგვიანებით ეწოდა OBS Studio), მრავალპლატფორმული მხარდაჭერის ქონის გამო, უფრო მეტი შესაძლებლობითა და მძლავრი API-ით.[5] OBS Studio v18.0.1 ვერსიიდან მოყოლებული კი წინა OBS Classic-ის მხარდაჭერა შეწყდა, ვინაიდან უახლეს ვერსიაში, ყველა მისი შესაძლებლობა სრულადაა წარმოდგენილი და ამასთან გაუმჯობესებული, თუმცა OBS Classic-ის ჩამოტვირთვა ოფიციალური საიტიდან, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი.[6]
დამატებითი მოდულები
OBS-ში მხარდაჭერილია უამრავი მოდული, შესაძლებლობების გასაფართოებლად. მოდულები ჩვეულებრივ იტვირთება DLL-ფაილების სახით, პროგრამის ძირითადი კოდის მსგავსად, თუმცა გარეშე მოდულებიც ხელმისაწვდომია, რომლებიც .NET Framework-ში დაწერილი კოდის გამოყენების საშუალებას იძლევა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ https://github.com/obsproject/obs-studio/tree/master/UI/data/locale
- ↑ How to stream games with Open Broadcaster: a fast, free livestreaming application - News - PC Gamer. Future Publishing Limited. ციტირების თარიღი: 2 June 2013.
- ↑ x264 Home Page. VideoLan Organization. ციტატა: „In addition to being free to use under the GNU GPL, x264 is also available under a commercial license from x264 LLC and CoreCodec.“ ციტირების თარიღი: 2011-03-11.
- ↑ OBS Studio Github Page. Github, Inc. ციტირების თარიღი: 25 February 2016.
- ↑ OBS Homepage. The OBS Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2016. ციტირების თარიღი: 25 February 2016.
- ↑ OBS Classic is no longer supported - Here's how to easily switch to OBS Studio. The OBS Project. ციტირების თარიღი: 30 April 2017.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.