R-Zone
| R-Zone | |
|---|---|
|
| |
|
| |
| მწარმოებელი | Tiger Electronics |
| ტიპი | პორტატიული კონსოლი |
| თაობა | მეხუთე თაობა |
| გამოშვების თარიღი | 1995 |
| შეწყდა | 1997 |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი |
| წინა | Quiz Wiz |
| შემდეგი | Game.com |
R-Zone — მეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, (თავდაპირველად თავზესადგამი, მოგვიანებით პორტატიული კონსოლი) წარმოებული და გამოცემული კომპანია Tiger Electronics-ის მიერ. კონსოლი წარადგინეს ამერიკის სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე 1995 წლის თებერვალში,[1] ხოლო გამოვიდა იმავე წლის ბოლოს.[2]
ორიგინალი R-Zone შეიცავდა თავზე გასაკეთებელ მოწყობილობას და ბატარეებზე მომუშავე განცალკევებულ სათამაშო კონტროლერს[3][4] თითოეულ სათამაშო კარტრიჯს გააჩნდა საკუთარი გამჭირვალე LCD ეკრანი, რომელიც მაგრდებოდა ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობაზე, ისე, რომ ეკრანი პირდაპირ მოთამაშის თვალს უსწორდებოდა.[5] კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 29,99 აშშ დოლარს.
1996 წლის ბოლოს გამოვიდა კონსოლის პირველი ვარიანტი — R-Zone Super Screen, რომლის ფასი წინამორბედის მსგავსად, 29,99 აშშ დოლარი ღირდა.[6] მას გააჩნდა ნაწილობრივ ფერადი ეკრანი, რაც ნიშნავდა იმას, რომ თამაშის დროს უკანა ფონი ფერადი იყო, ხოლო მასში ასახული ანიმაცია შავ-თეთრი. ეკრანის ზომა შესამჩნევად გაზრდილი იყო სხვა მოდელებთან შედარებით.[6]
1997 წელს გამოვიდა კონსოლის სრულიად პორტატიული ვერსია — X.P.G. Xtreme Pocket Game,[3] რომელიც აგრეთვე იყენებდა AAA-ბატარეებს. მალე ამას მოჰყვა მორიგი პორტატიული ვერსიის The R-Zone DataZone გამოცემა.
მიუხედავად დაბალი ფასისა, R-Zone მეტად წარუმატებელი პროდუქტი აღმოჩნდა და მისი წარმოება შეწყდა 1997 წელს. ის, აგრეთვე უარყოფითად დაახასიათეს კრიტიკოსებმა. „Chicago Tribune“-ის ჟურნალისტმა დეივიდ ჯოუნსმა „ფულისა და დროის უაზრო ხარჯვა“ უწოდა.[2] 2008 წელს GamesRadar+-ის ჟურნალისტმა მიკელ რეპარაზმა R-Zone შეიყვანა სიაში „იმ დროში გამოსული 10 ყველაზე ცუდი კონსოლი“.[7]
გალერეა
-
ორგინალი R-Zone
-
ორიგინალი R-Zone-ის კონტროლერი
-
R-Zone-ის კარტრიჯი
-
X.P.G. Xtreme Pocket
-
RZone-Super Screen
რესურსები ინტერნეტში

- R-Zone — Giant Bomb
- R-Zone — Video Game Kraken
- R-Zone — Sega Retro
- X.P.G. Xtreme Pocket-ის ვიდეო მიმოხილვა Youtube-ზე
სქოლიო
- ↑ Hanrahan, Brendan. (28 თებერვალი, 1995) The Noise on Toys. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-02. ციტირების თარიღი: 2016.
- ↑ 2.0 2.1 Jones, David. (28 ნოემბერი, 1995) Save For X-mas, Skip The R-zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-02. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2016
- ↑ 3.0 3.1 Edwards, Benj. (2006-09-11) Retro Scan of the Week: Tiger's R-Zone — the Ultimate Eye Strain Device.
- ↑ The Strange (and Rare) Videogame Pics Page. tripod.com.
- ↑ „In the Zone: A Miniature Virtual-Reality System for $30“ (PDF). Electronic Gaming Monthly. Sendai Publishing (77): 26. December 1995.
- ↑ 6.0 6.1 „Tidbits...“ (PDF). Electronic Gaming Monthly. Ziff Davis (89): 24. December 1996.
- ↑ Reparaz, Mikel (23 თებერვალი 2008). „The 10 worst consoles ever“. GamesRadar+. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.