The Script
| The Script | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| წარმოშობა | დუბლინი, ირლანდია |
| ჟანრ(ებ)ი | ინდი-როკი, როკი, პოპ-როკი, სოფტ-როკი, რიტმ-ენდ-ბლუზი |
| აქტიური | 2001–დღემდე |
| ლეიბლ(ებ)ი | Sony BMG Phonogenic, Epic, RCA და Columbia |
| წევრები |
დენი ო'დონოჰიუ მარკ შიინი გლენ პაუერი |
| საიტი | thescriptmusic.com |
| The Script ვიკისაწყობში | |
The Script — ირლანდიური სოფტ-როკ ჯგუფი დუბლინიდან, ჩამოყალიბებული 2001 წელს.
ისტორია
ყოფილი მუსიკალური პროდიუსერები მარკ შიინი და დენი ო'დონოჰიუ შეერთებულ შტატებში წარმატებული კარიერის შემდეგ დაბრუნდნენ მშობლიურ ირლანდიაში, სადაც შეხვდნენ გლენ პაუერს და ჯგუფი შექმნეს. Phonogenic-თან კონტრაქტის დადების შემდეგ უკვე 2007 წელს ბრიტანულ მუსიკალურ საიტზე, Last.fm-ზე გამოუშვეს პირველი EP.
სადებიუტო სინგლი „We Cry“ გახდა კვირის ლიდერი ირლანდიურ რადიოარხებზე: RTÉ 2fm და Today FM -ზე, შემდეგ კი ბრიტანულ BBC რადიო 1-ზე. ახალი ჯგუფის მეორე სინგლმა „The Man Who Can't Be Moved“ წარმატებას მთელ ევროპაში მიაღწია. მან დაიკავა წინა პოზიციები ესპანეთის, გერმანიის და ნიდერლანდების რადიოჩარტებში. სადებიუტო ალბომმა The Script დაიკავა პირველი ადგილი როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ირლანდიის ალბომების ჩარტში.
ჯგუფის მესამე სინგლი "Breakeven", ირლანდიაში და დიდი ბრიტანეთში გამოვიდა 2008 წლის ბოლოს და მალევე მიაღწია წარმატებას. ოთხი კვირის განმავლობაში იგი შედიოდა ბრიტანული სინგლების აღლუმში. ჯგუფის მეოთხე სინგლი "Talk You Down" გამოვიდა 2009 წლის მარტში.
ჯგუფის წევრები
- დენი ო'დონოჰიუ – წამყვანი ვოკალისტი, კლავიატურა, გიტარა
- მარკ შიინი – წამყვანი გიტარისტი, ვოკალი
- გლენ ფაუერ - დასარტყმელი საკრავები, ბეკ-ვოკალი
დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები
- The Script (2008)
- Science & Faith (2010)
- #3 (2012)
- No Sound Without Silence (2014)
რესურსები ინტერნეტში
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.