Master System
| Sega Master System Sega Mark III | |
|---|---|
|
| |
|
ზედა: ამერიკული და ევროპული Master System შუა: იაპონური Sega Mark II ქვედა: PAL Master System II | |
| მწარმოებელი | Sega |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მესამე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
იაპ 20 ოქტომბერი, 1985 (Mark III)[1][2] ჩრდ.ამ. სექტემბერი, 1986[3] იაპ ოქტომბერი, 1987[2][4] ევრ 1987 ბრაზ 1989 KOR 1989 |
| საცალო გაყიდვაში |
1985-დღემდე ჩრდ.ამ. 1989-92 |
| თავდაპირველი ფასი | ¥16,800, $200, £99 |
| შეწყდა |
ჩრდ.ამ. 1992 |
| გაიყიდა |
მსოფლიო: 10-13 მილიონი (ბრაზილიის გამოკლებით)[5][6] იაპონია:1 მილიონი (1986 წლის მონაცემით).[7] აშშ: 2 მილიონი (1993-ის მონაცემით)[8] ევროპა:6.8 მილიონი (1993-ის მონაცემით)[9] ბრაზიალია:8 მილიონი (2016-ის მონაცემით)[10] |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი, სეგას ბარათი |
| პროცესორი | Zilog Z80 @ 4 მჰც |
| მეხსიერება | 8 კბაიტი RAM, 16 კბაიტი |
| მეხსიერების საცავი | Sega Card |
| მონიტორი | 256 × 192 გაფართოება |
| ხმა | Texas in struments SN76489 |
| შეტანა | კონტროლერის 2 პორტი |
| წინა | SG-1000 |
| შემდეგი | Sega Mega Drive |
| დაკავშირებული სტატიები | Sega Game Gear |
Sega Master System (იაპ:セガマスターシステム) — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1985 წელს, როგორც Sega Mark III, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსცეს ახალი დიზაინით Master System-ის სახელით 1986 წელს, ევროპაში — 1987 წელს, ხოლო ბრაზილიაში — 1989 წელს. ეს უკანასკნელი, ასევე გამოვიდა იაპონიაში 1987 წელს. ორივე მოდელს შეეძლო სათამაშო კარტრიჯისა და სეგას ბარათის (ინგლ. Sega Card) წაკითხვა. (Master System II-ს და შემდგომ მოდელებს არ გააჩნდათ ბარათის სლოტები). კონსოლს ჰქონდა სხვადასხვა აქსესუარების მხარდაჭერა, მათ შორის — სინათლის თოფის და 3D სათვალეების, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად კოდირებული თამაშების სათამაშოდ.
კონსოლის საწყისი ფასი იაპონიაში იყო ¥15,000,[1] ჩრდილო ამერიკაში — $200, ხოლო ევროპაში — £99. როგორც ნაწილი მესამე თაობის კონსოლებისა, Master System კონკურენციას უწევდა Nintendo Entertainment System-ს (NES). ის ტექნიკური თვალსაზრისით, NES-თან შედარებით მძლავრი იყო,[11]თუმცა იაპონიისა და აშშ-ს ბაზარზე მას კონკურენცია ვერ გაუწია. ნინტენდო ჩრდილოეთ ამერიკის მთლიანი ბაზრის 86 პროცენტს იკავებდა.[12] მაგრამ ევროპასა და ბრაზილიაში მიაღწია შესამჩნევ წარმატებას. მას ბევრი საერთო გააჩნდა სეგას პორტატიულ კონსოლ Sega Game Gear-თან.[13]
სისტემა აღჭურვილი იყო Zilog Z80-ის 8 ბიტიანი პროცესორით, 4 მჰც ტაქტური სიხშირით,[14][15][16] 8 კბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით,16 კბაიტი ვიდეო მეხიერებით და Texas in struments SN76489-ის ხმის ჩიპით. თამაშები კონსოლზე ვრცელდებოდა ორი ფორმატით: სათამაშო კარტრიჯის და სეგას ბარათის საშუალებით. ბარათი კარტრიჯთან შედარებით დაბალი ღირებულებით გამოირჩეოდა და მოიცავდა ისეთ თამაშებს, როგორებიც არის Spy vs. Spy და Super Tennis.[17][18] თუმცა ბარათის გაყიდვები შემცირდა არასაკმარისი მეხსიერების გამო. ასევე გააჩნდა კონტროლერის 2 პორტი.[15][16]
Master System-ის საერთო გაყიდვებმა დაახლოებით 10-13 მილიონი შეადგინა (ბრაზილიის გამოკლებით), მაშინ როდესაც Nintendo Entertainment System-ის გაყიდვემბა 62 მილიონ ასლს გადააჭარბა,[5][6] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმ პერიოდში ნინტენდოსა და მესამე მხარის დეველოპერებს შორის არსებობდა შეთანხმება, რის საფუძველზეც მათ არ უნდა გამოეშვათ თამაშები სხვა კონსოლებზე. სეგას აშშ-ში მხარდაჭერა ჰქოდნა მხოლოდ ორი მესამე მხარის დეველოპერისგან: Activision და Parker Brothers.[17]
2009 წელს საიტმა IGN Master System დაასახელა მე-20 ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად.[19] 1988 წლის 29 ოქტომბერს სეგამ გამოსცა 16 ბიტიანი რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Sega Mega Drive.[20]
გალერეა
-
ამერიკული და ევროპული Master System
-
იაპონუირ Sega Mark II
-
PAL Master System II
-
Game Gear დაფუძნებული Master System-ის არქიტექტურაზე
-
Master System კონტროლერი
-
Master System-ის სინათლის პისტოლეტი
-
SegaScope 3-D სათვალეები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Sega Master System-ის მუზეუმი
- Hardwarebook.info — ტექნიკური მახასიათებლები
- SMS Power! — საიტი Master System-სა და სხვა 8 ბიტიან კონსოლების შესახებ
- Sega8Bit.com დაარქივებული 2016-04-05 საიტზე Wayback Machine. — Sega Master System-ის თამაშების მონაცემთა ბაზა და ვებ-საზოგადოება
- Console Passion — Sega Master System Games დაარქივებული 2007-11-16 საიტზე Wayback Machine. — Master System-ის თამაშები სია, მათი აღწერა და სხვა
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Mark III Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
- ↑ 2.0 2.1 (2015) Gamers High! Futabasha Super Mook (Japanese). Futabasha, გვ. 55. ISBN 978-4-575-45554-0.
- ↑ Computer Entertainer, February 1987, page 13 31, 2014
- ↑ Master System (in Japanese). Sega Corporation. დაარქივებულია 31 მარტი, 2014.
- ↑ 5.0 5.1 Forster, Winnie (2005). The Encyclopedia of Game.Machines: Consoles, Handhelds, and Home Computers 1972–2005. Magdalena Gniatczynska, გვ. 139. ISBN 3-00-015359-4.
- ↑ 6.0 6.1 Buchanan, Levi. (20 ოქტომბერი, 2009) Genesis vs. SNES: By the Numbers. IGN. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
- ↑ Nihon Kōgyō Shinbunsha (1986). „Amusement“. Business Japan. Nihon Kogyo Shimbun. 31 (7–12): 89. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება) - ↑ Sheff, David (1993). Game Over, 1st, New York, New York: Random House, გვ. 349. ISBN 0-679-40469-4. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2012.
- ↑ Sega Consoles: Active installed base estimates". Screen Digest. Screen Digest Ltd.: March 1995
- ↑ Azevedo, Théo. (12 მაისი, 2016) Console em produção há mais tempo, Master System já vendeu 8 mi no Brasil Portuguese. Universo Online. ციტატა: „Comercializado no Brasil desde setembro de 1989, o saudoso Master System já vendeu mais de 8 milhões de unidades no país, segundo a Tectoy.“ ციტირების თარიღი: 13 მაისი, 2016.
- ↑ Parkin, Simon (2 ივნისი, 2014). „A history of video game hardware: Sega Master System“. Edge. ციტირების თარიღი: 13 სექტემბერი,, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ McGill, Douglas C. (4 დეკემბერი, 1988). „Nintendo Scores Big“. The New York Times. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ Buchanan, Levi. (9 ოქტომბერი, 2008) Remember Game Gear?. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-23. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2009.
- ↑ SC-3000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
- ↑ 15.0 15.1 Mark III data Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2014.
- ↑ 16.0 16.1 Master System data Japanese. Sega Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2014.
- ↑ 17.0 17.1 McFerran, Damien. „Retroinspection: Master System“. Retro Gamer. London, UK: Imagine Publishing (44): 48–53. ISSN 1742-3155.
- ↑ Beuscher, David. „Sega Master System – Overview"“. AllGame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-17. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება) - ↑ Top 25 Videogame Consoles of All Time: SEGA Master System is Number 20. IGN (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-22. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2014.
- ↑ Sczepaniak, John (2006). „Retroinspection: Mega Drive“. Retro Gamer. London, UK: Imagine Publishing (27): 42–47. ISSN 1742-3155.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.